x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70051
  • ვიდეო:322867
  • სურათი:424131
ვანკუვერი-ქალაქი სადაც ნარკომანებს ნება დართეს ნარკოტიკები მიიღონ


image
ჩრდილოეთ ამერიკაში ნარკოტიკების მომხმარების მომატების ფონზე ვანკუვერში(კანადა) გადაწყვიტეს ნარკოდამოკიდებულებას რადიკალურად განსხვავებული მეთოდით ებრძოლონ- ნარკომანებს უფლება ეძლევათ მიიღონ ნარკოტიკები ექიმის მეთვალყურობის ქვეშ.

ახლა ვანკუვერში, რაიონ ისტ-საიდში სოციალური დახმარების გაცემის დღეა, უმეტესობა ამ დღეს კარგ ხასიათზეა, ფულის მიღების შემდეგ ხალხი აწყდება ადგილობრივ ბაზრობას, სადაც ყველაფერი შეიძლება შეიძინო-მეკობრული DVD-ით დაწყებული და ხელნაკეთი ნივთებით დამთავრებული.
თუმცა ყიდვა-გაყიდვა მარტო ბაზრობაზე არაა გაჩაღებული.იქვე მიყუჩებულ ადგილებში ნარკოტიკებით ვაჭრობენ და სადაც ნარკოტიკებია, იქვე ნარკომანებიც.

" სამსახურში მოსული დღე არ გავა, რომ არ გავიგო ვინმეს მორიგი სიკვდილის ამბავი, საშინელებაა"-აცხადებს ბაზრობის დირექტორი სარა ბლიტი.

ჰეროინი-ისტ საიდის ცხოვრების შიდა განუყოფელი ნაწილია.1990-იან წლებში, საერთო შპრიცის გამოყენებამ იმ დონემდე მიიყვანა ქალაქი, რომ შიდსის სპეციალისტის, დოქტორ თომას კერას განცხადებით, ვანკუვერი იქცა შიდსის ეპიდემიის ყველაზე მნიშვნელოვან კერად აფრიკის შემდეგ.

ეპიდემიამ აიძულა ხელისუფლებას გაეხსნა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ნარკოტიკების კონტროლირებადი მიღების პუნქტი "Insite"
image
დღესდღეობით "Insite" არის ლაბორატორია, სადაც აპრობირებულია ახალი მეთოდები ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ.
დაწესებულება განთავსებულია პირდაპირ ბაზრობის წინ.გახსნის დღიდან(2003) კლინიკამ მოასწრო ვანკუვერის ცენტრალური ნაწილის განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო.

აქ გასაოცარი სისუფთავეა, ყველაფერი ლაპლაპებს, როგორც ეს თანამედროვე საავადმყოფოებშია, აბსოლუტურად საპირისპირო რაც ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, სადაც ნარკომანები იკრიბებიან.
image
მარტო 2017 წლის ივნისის თვეში ნარკოტიკების დოზისთვის კლინიკას მიაკითხა 10 000-მა ადამიანმა, 14 წლის განმავლობაში Insite-ის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ჭარბი დოზირების გამო.

პაციენტებს ნება აქვთ დართული შეხედულებისამებრ აირჩიონ თავიანთი ნარკოტიკი, მხოლოდ მკაცრად მედდის ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქვე პაციენტებს საშუალება ეძლევათ სხვა სოციალური მომსახურეობითაც ისარგებლონ, მაგალითად: საცხოვრებელი ადგილის შოვნა იქნება თუ ფსიქოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა დეტოქსიკაცია-ნარკოტიკების საბოლოოდ გადაგდება.
image

მრავალრიცხოვანი დადებითი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ British Medical Journal და Lancet-ში, სადაც საუბარია კლინიკა Insite-ის ეფექტურობაზე უკვე ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქალაქებიც დაინტერესდნენ გახსნან ანალოგიური კლინიკები.დღესდღეობით კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ 16 ლიცენზირებული ანალოგიური კლინიკა გახსნა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
image

"ჩვენ ვეხმარებით იმათ ვისაც დახმარება ესაჭიროება, ვეხმარებით დასძლიონ ნარკოდამოკიდებულება, გადავიდნენ მკურნალობაზე ან დეტოქსიკაციაზე"-აცხადებს Insite-ის ახლანდელი დირექტორი მარკ ლისიშინი.

1
61
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
11 აგვისტო, 20:15
თავად პერსონალი უძლებს ცდუნებას?
0 1 1