x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნაპოლეონის ბატონობა ევროპის კონტინენტზე ტილზიტიდან ვაგრამამდე განვლილ ეპოქაში. ( 1807-1809 ) ნაწყვეტი...

image



............... ფრანგები ესპანეთში თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე წააწყდნენ დამპყრობლებისადმი გააფთრებული, ფანატიკური ზიზღის უამრავ, თითქმის ყოველგვარ გამოხატულებას.

ფრანგების რაზმი სოფელში შევიდა. ყველაფერი დაცარიელებულია. მცხოვრებლები ტყეებში გახიზნულა. ერთ ქოხში ხედავენ ახალგაზრდა დედას ბავშვითურთ და იქვე პოულობენ სურსათ-სანოვაგეს. რაკი ოფიცერს ეჭვი შეეპარა სურსათ-სანოვაგის ვარგისიანობაში, სანამ ნებას დართავდა ეჭამათ, შეეკითხა დედაკაცს, სურსათ-სანოვაგე მოწამლული ხომ არ არისო?! მიიღო რა დამამშვიდებელი პასუხი, მან უბრძანა ამ ქალს პირველად მას გაესინჯა ეს საჭმელი. გლეხის ქალმა წარბშეუხრელად შეჭამა აღნიშნული საჭმელი. ოფიცერი არ დაკმაყოფილებულა ამით და უბრძანა ეს საჭმელი ბავშვისთვისაც მიეცა. დედამ მყისვე შეასრულა ოფიცრის ბრძანება. მაშინვე ზოგიერთმა ჯარისკაცმა დაიწყო ჭამა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დედაც, ბავშვიცა და ის ჯარისკაცებიც, რომლებმაც ეს საჭმელი ჭამეს, ტანჯვა-წამებით დაიხოცნენ. მახე უტყუარი აღმოჩნდა.

პირველ ხანებში ამგვარი ეპიზოდები კიდევ აკვირვებდნენ ფრანგებს, მაგრამ მალე ყველაფერი ეს საყოფაცხოვრებო მოვლენად გადაიქცა, და უკვე არავის აღარაფერი აკვირვებდა ესპანეთის ომში.

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0