x
image
Maia kordzadze
მაშველებმა საქართველოს სანაპიროებზე, გასულ თვეში,მშობლებს 109 ბავშვი დაუბრუნა
imageსაქართველოში, ურეკში 116 ბავშვიდან- 97 დაკარგული იყო.
თბილისი, 10 აგვისტო - სპუტნიკი.

საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 1-დან 31 ივლისამდე, 109 დაკარგული ბავშვი, დაუბრუნა უვნებლად თავის მშობლებს, იუწყება პრეს-სამსახურის განყოფილება.

სააგენტოს განცხადებით, 97 ბავშვი იყო დაკარგული და აღმოჩენილ იქნა კურორტ ურეკში (გურია), ოთხი - ბათუმში (აჭარა) და რვა - ქობულეთში (აჭარა).
დაკარგული ბავშვები იყვნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე

საზღვარგარეთის ქვეყნების მაცხოვრებლები..
სააგენტო ასევე წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა, სულ მოახერხეს 176 ადამიანის, მათ შორის 106- საქართველოს მოქალაქის და 70 - საზღვარგარეთის ქვეყნების მაცხოვრებლების გადარჩენა.
ქართველმა მაშველებმა მშობლებს დაკარგული შვილები დაუბრუნეს.
მაშველებმა მოახერხეს ურეკში უვნებლად წყლიდან ამოეყვანათ, 62 ადამიანი, რომელთაგან 23 საქართველოს მოქალაქე იყო და 39 - უცხოელი.


ქალაქ ქობულეთში სამაშველომ მოახერხა 24 ადამიანის გადარჩენა, 9 მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ბათუმში, მოახერხეს 41 დამსვენებლის, 25 მათგანი საქართველოს მოქალაქეა და 16 - უცხოელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 45 ტურისტი გადაარჩინა ანაკლიაში, 40 მათგანი საქართველოს მოქალაქე.
საპორტო ქალაქ ფოთის დამსვენებლებს დახმარება დასჭირდათ (სამეგრელო - ზემო სვანეთი). მაშველებმა წყლიდან 4 ადამიანი ამოიყვანა, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.




0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0