x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არის თუ არა საჭირო სხვის საქმეში ჩარევა? თქვენ როგორ ფიქრობთ?

მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის იციან (ან ფიქრობენ, რომ იციან), თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგრამ, უმრავლესობა ეჭვებით იტანჯება და კონკრეტულად შექმნილ სიტუაციაში ფიქრობს: საჭიროა თუ არა სხვის საქმეში ჩარევა? და ამ დახმარებით, სხვას უფრო მეტად ხომ არ აზარალებენ, ან თავად ხომ არ დაზარალდებიან?
უსათუოდ, ბევრი რამ სხვადასხვა ნიუანსზე არის დამოკიდებული, რომლის გათვალისწინება, გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია. მაგრამ, ალბათ, ყველა ადამიანს, შინაგანად, თეორიულ დონეზე, უკვე აქვს პასუხი სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე.


image


სიტუაცია №1. სათაგური


ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო. ის ამის შესახებ, მოუყვა ქათამს, ცხვარს და ძროხას. მაგრამ, თითოეულმა მათგანმა უპასუხა: «სათაგური - შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არაფერი აქვს საერთო!»
მოგვიანებით, სათაგურში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა.
ავადმყოფი ცოლისთვის, ფერმერმა ქათმის სუპი მოამზადებინა. შემდეგ, დაკლა ცხვარი, ავადმყოფი ცოლის სანახავად მოსული მნახველები რომ დაეპურებინა და ბოლოს, დაკლა ძროხა, რომ ცოლი, უკანასკნელ გზაზე, ღირსეულად გაეცილებინა.
და მთელი ამ ხნის მანძილზე, ყოველივე ამას, თაგვი, კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან, თვალს ადევნებდა და ფიქრობდა ისეთ რაღაცაზე, რომელსაც არავისთან, არანაირი შეხება არა ჰქონდა.

სიტუაცია №2. არამკითხე მიამბეო...


ფერმაში ცხენი გახდა ავად. ვეტერინარმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– დილით თუ არ ადგება, მისი დაძინება (მოკვლა ინექციით) მოგვიწევს.
დილით ცხენი არ ადგა. მას გვერდით ცხვარი მიუწვა.
ფერმერი და ვეტექიმი მივიდნენ და ცხვარმა ცხენს უთხრა:
– ადექი, თორემ მოკვდები!
და ცხენი ადგა.
ხოლო, მისი გადარჩენით, გახარებულმა ფერმერმა წამოიძახა:
– ეს საოცრებაა! ეს უნდა აღვნიშნოთ! ასეთი შემთხვევის გამო, ჩვენ ცხვარს დავკლავთ!

მორალი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. მაგრამ, არც სათაგურის ისტორია დაივიწყოთ.

image

1
952
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
952
  
იცი რა, დახმარება კარგია, როცა გთხოვენ ან იცი რომ ისე არ გამოვა. მაგრამ საერთოდ სხვისთვის ჭკუის სწავლება მკვდარი ნომერია ე.ი. უაზრობაა, საკუთარ ტყავზე გამოვცადე.
0 1 1