x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი VI )
image



- მე უკვე ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ შთამომავლობაში ვიცხოვრო; ჩემს დიდებას მე ვუანდერძებ ჩემს ვაჟიშვილს, ჩემს ძეგლებს კი - ევროპას.


- ყველაზე საიმედო ბერკეტი - ესაა სამხედრო ძალა, რომელიც აწესებს კანონს და რომელსაც იყენებს გენიოსი. ამნაირი ბერკეტი იყო რეკრუტთა თავმოყრა. საკმარისია ერწმუნო ამ ძალას და წინააღმდეგობა ქრება, ძალაუფლება კი მტკიცდება. განა ასე მნიშვნელოვანია სოფისტთა ყველა ეს საბუთი, როცა სამხედრო ბრძანება გრგვინავს? ვინც მზადაა მორჩილებისთვის, მწყობრის ხაზს არ უნდა გადასცდეს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ემორჩილებიან იძულებას: აკი უჯიათებს თავზე ხელს როდი უსვამენ.


- შეუძლებელი - ეს არ არის ფრანგული სიტყვა.



- თეოლოგიური დანასკვები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ფილოსოფიური დასკვნები.


- თხუთმეტ წელიწადს ჩემს ძილს იცავდა ჩემივე დაშნა.


- ადამიანები, ბატონ-პატრონნი თავიანთ სახლში, არავის არასოდეს არ სდევნიან, აი, რატომაა, რომ მეფეს, რომელსაც ეთანხმებიან, პატივს სცემენ როგორც კეთილ მეფეს.


- მაკიაველი გვასწავლის, როგორ შეიძლება წარმატებით ვიომოთ. ჩემთვის კი მხოლოდ ერთი საშუალებაა საამისოდ - უძლიერესი უნდა იყო. ეს ფლორენციელი მდივანი სხვა არა არის რა, თუ არა პროფანი პოლიტიკაში.


- იშვიათად თუ მოიძებნება საკმაოდ მტკიცე ადამიანი, მიუკერძოებლად და წინასწარგმობის გარეშე რომ მსჯელობდეს ჩემზე.


- საქმეში ცრურწმენა და ვნება საზიანოა; უკანასკნელთაგან ერთადერთი დასაშვები - ესაა სწრაფვა საზოგადო სიკეთისაკენ.


- რამდენიმე აუტანელი ყბედი უფრო მეტ ხმაურს ტეხს, ვიდრე მდუმარე ასი ათასი; ამაშია წარმატების საშუალება მათთვის, ვინც ტრიბუნიდან ყეფს.


- კარგად მართული ქვეყნისათვის საჭიროა მთავარი რელიგია და სახელმწიფოზე დამოკიდებული მღვდლები. ეკლესია უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს და არა სახელმწიფო - ეკლესიას.


- მლიქვნელი ურიცხვია, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია ღირსეულად და ზრდილობიანად გაქოს.


- შეიძლება შეჩერდე მთის ფერდზე ასვლისას, მაგრამ დაშვებისას - არასოდეს.


- სიტყვა - "ლიბერალური", ახლანდელ დროში ასე რომ ხიბლავს იდეოლოგთა ყურებს, სწორედ ჩემი გამონაგონია. ასე რომ, მე თუ უზურპატორი ვარ, ისინი პლაგიატები არიან.


- თუ გინდა შეინარჩუნო თუნდაც ერთგვარი უპირატესობა, ყოველ ათ წელიწადში უნდა ცვლიდე საომარ ტაქტიკას.


- აქვე....


image


ხედავთ, პირღია მელოდება ცივი სამარე,

პარიზის ხილვის აწ იმედი არ უნდა მქონდეს,

ნუთუ დადგება, - ვკითხავ მეფეს, - ის ჟამი, ოდეს

მოინანიებ ყველაფერს და ტანჯვას მაკმარებ?!


სტროფი ლექსიდან "ზაირი", რომელიც ნაპოლეონმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე წაიკითხა.

0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0