x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ამერიკაში დათვმა ავტომობილი გაიტაცა

imageაშშ-ს ქალაქ დურანგოში(შტატი კოლორადო) დათვი კერძო სახლთან მდგომ ავტომობილში შეძვრა და გაიტაცა.შედეგად რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და საფოსტო ყუთს შეეჯახა.


ნადირმა ავტომობილს მოაგლიჯა საჭე, დაამტვრია რადიომიმღები და უკანა საქარე მინა.ხმაურმა მეზობლების ყურადღება მიიქციეს და პატრულს გამოუძახეს, თუმცა პოლიციის მოსვლამდე დათვმა მიმალვა მოასწრო.

imageსავარაუდოდ დათვმა ჩასწია ხელის მუხრუჭი ან სიჩქარის გადამცემი კოლოფი აწვალა, რა დროსაც ავტომობილი დაგორდა.


სულ ცოტა ხნის წინ ამავე ქალაქში დათვი საოლქო ციხის შენობაში გადაძვრა.შერიფის დამხმარეები ცდილობდნენ დათვის ციხის ტერიტორიიდან გაგდებას, თუმცა ნადირი გაჯიუტდა და ხეზე აძვრა.მოგვიანებით დათვმა თვითონ დატოვა ციხის ტერიტორია.


0
170
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0