x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დავით ზურაბიშვილის იუმორისტული პოსტი: "გამოვედი იქიდან პლეხანოვზე და ვხედავ არაბების მიტინგია, აღმაშენებლის ნაცვლად მურმან ყრუს სახელი დაერქვას ამ გამზირსო, ითხოვენ"

image

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან საქართველოში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს იუმორისტული პოსტით ეხმაურება:


"„ძმაკაცის შვილის ნათლობიდან მოვდიოდი და ვღიღინებდი ჩემთვის. ჰოდა, შარდენზე გამომივარდა ირანელი და რას ღრიალებ ძაღლის ენაზე, შე დონღუზოო, მიყვირა. ის იყო გაპროტესტება დავაპირე, რომ მოვიდა პატრული და ინვესტორს ნუ აფრთხობო, აქეთ მომდო შარი, თან თვალი ჩამიკრა და რა ვქნა ძმაო, ამერიკა გვაწვება და მომხსნიან სამსახურიდან, ამას რო არ დავუატმასკოო. ის ირანელი კიდევ თავისთვის ბურტყუნებდა, ერთი წამოახედა აღამაჰმადხანს, ალალი იქნებოდა ამ გიაურებზეო. თუ თურქი იყო. რავი, მე მაგათ ვერ ვარჩევ...
ჰოდა, გამოვედი იქიდან პლეხანოვზე და ვხედავ არაბების მიტინგია, აღმაშენებლის ნაცვლად მურმან ყრუს სახელი დაერქვას ამ გამზირსო, ითხოვენ. ადგილობრივი ბირჟავიკები კი დგანან და თან იგინებიან ჩუმად, თან ერთმანეთს ეწუწუნებიან, რა ვქნათ ამათზე რომ არ გავაქირაოთ, აბა კორკოტა არჩენს ჩვენს ოჯახებსო?
აი, აქ კი ამომასხა, მივუვარდი იმ მომიტინგეებს და მურმანი კი არა მურვანი ერქვა იმ ჩათლახსა, მაგდენიც არ იცით თქვე გაუნათლებლებო თქვენა მეთქი, მეუთხარი და იმათ კი აქეთ დამცინეს, აი, აზიზიეს მეჩეთს რო ჩაგიდგამთ სამების ადგილას, მერე გვასწავლე არაბული ენის გრამატიკა შე ურეიტინგო პროცენტნახევრიანოო. რა უნდა მექნა? წამოვედი რუსთაველისკენ, ავხედე იმელთან შეიხების სასტუმრო როა, გრძელი შუშა თუ შუშუ და რასა ვხედავ? ოცდამეთხუთმეტე სართულზე შიშველი წყვილი სექსაობს და ქალი კაწრამს შუშას მანიკურიანი პალჩიკებითა და ის იყო ვიფიქრე, ამოვიდნენ ყელში ეს ნაცები მეთქი, რომ ტელეფონმა დარეკა და გამომეღვიძა.
ცხელოდა...."


image

1
196
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
2017, 31 ივლისი, 12:58
"ღლიცინებს" თემაზე, რომელიც "საღლიცინო" არაა.
რესპუბლიკური პარტიის დანიშნულება საქართველოში ეს იყო მუდამ.....
0 1 1