x
image
beko777
მარინა თექთუმანიძის პოეზიის საღამო
image


28 ივლისს, საღამოს 6 საათზე, თბილისში „ლიტერატურის მუზეუმში“ პოეტ მარინა თეთქუმანიძის შემოქმდებითი საღამო გაიმართა, რომელსაც მისი უახლოესი მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

საღამოს უძღვებოდნენ ელდინო საღარაძე და ჯუბა ღებელი. ქ-ნი მარინას მეგობრები - გაგა გომართელი, მაიკო მიქაია, მზია ხეთაგური, მაია კახიძე, ნანა ცინცაძე, ერეკლე საღლიანი და სხვები კი, მის ლექსებს სცენიდან კითხულობდნენ...

მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა 90 წუთიან საღამოს ბოლომდე არცერთი მსმენელი არ დაჰკლებია, იყო პოეზია, რომანტიკა, იუმორი და როგორც მსგავსი ტიპის საღამოებს შეეფერება - გულწრფელობა, მითუმეტეს როცა სცენაზე ისეთი ქალბატონი, ისეთი დედა და ისეთი ქართველი ქალი იდგა, როგორიც მარინა თექთუმანიძეა.


საღამოს მსვლელობის დროს სტუმართაგან, პოეტმა ნათია ფრანგიშვილმა, საღამოს გმირს მოულოდნელად სთხოვა - ჩვენმა მეგობარმა, ბესო ჩუბინიძემ ექსპრომტად ლექსი მოგიძღვნათ ამ წუთას დაწერა და იქნებ მოვუსმინოთო, რაზედაც ჯერ თვითონ ჟურნალისტის რეპლიკა - კაი არ გვინდაო და მერე კიდევ, ქ-ნი მარინას თბილი პასუხი მიიღო - ბესო ჩემი შვილობილია, სამი ათეული წელია ერთმანეთს ვიცნობთ და გულით მოვუსმენ რათქმაუნდა.

ექსპრომტად შექმნილი ლექსი ჩვენი პორტალის რედაქტორმა და ჟურნალისტმა ჩუბინიძემ სცენიდან წაიკითხა და მთელი გულით მოეფერა ქ-ონ მარინა თექთუმანიძეს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა 34 წელია იცნობს ჯერ კიდევ გაზეთ „ნორჩი ლენინელიდან (შემდგომში „ნერგი“), რომლის რეადქტორი წლების მანძილზე თავად პოეტი ბრძანდებოდა.

ბესო ჩუბინიძე: - ქ-ნი მარინა დედასავით მიყვარს, დიდი ხანია ვიცნობ ამ სათნო ადამიანს და ის, დღეც კარგად მახსოვს, როცა ჩემი დედიკოები ერთმანეთს გავაცანი და ამ სიყვარულმა ასე ექსპრომტად დამაწერინა ამ სიცხეში ეს ლექსი, რომელიც არვიცი რა ფერია - თეთრია, შავია, წითელია თუ მწვანეა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ცისფერი არაა! - ჟურნალისტის ენაკვიმატმა გამოსვლამ დარბაზი გაახალისა და ამ ლექსის მოსმენის შემდეგ არც აპლოდისმენტები დაუშურებიათ ჩვენი რედაქტორისთვის თურმე


ჩემი დედა... მარი ნანა...

მე მყავს დედა, - საყვარელი,
ერთი დედა, ერთი ნანა,
თუმც ბავშვობის ლამაზ ფარდას
ამ სცენიდან მილამაზებს მარი ნანა

დედას უყვარს მარი ნანა,
წარსულიდან მხოლოდ განაა?
დედა ნანაა, მარი ნანაა
აწმყო - სცენად, ფარდად - ნანა.

მე მყავს დედაა მარი ნანა,
მეორე და კარგი თანა,
დედას უყვარს მარი ნანა
სიყვარული გიკვირთ განა?

ჰოიდა ნანა, მარი ნანაა,
სიყვარულში გამოგიტყდი დედი ნანა,
სახალხოდ და სცენიდანაა...


image

image

image

image

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0