x
მეტი
  • 19.08.2017
  • სტატია:68491
  • ვიდეო:320978
  • სურათი:421418
სინქრონულ ცურვას სახელი შეეცვალა

imageბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სინქრონულ ცურვაში გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები.


მთლიანად პროგრამის 9 სახეობიდან რუსი სპორტსმენების ყულაბაში 7 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოხვდა.


მეორე ადგილი დაიკავეს ჩინელმა სინქრონისტებმა.მათ ანგარიშზე ერთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალია.


ბრინჯაოს პრიზიორი გახდა იტალიის ნაკრები ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით.


22 ივლისს ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ(FINA) მიიღო გადაწყვეტილება სინქრონულ ცურვას სახელი შეეცვალოს და ამიერიდან მას "არტისტული ცურვა" დაერქვას.


"სახელის შეცვლა სინქრონულ ცურვას მისცემს ახალ იმპულსს და მის გავითარებას შეუწყობს ხელს, უფრო მისაღები იქნება პრესისთვის და ადვილად გასაგები ხალხისთვის "-აღნიშნა FINA-ს დირექტორმა კორნელ მარკულსკუმ.

0
181
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0