x
მეტი
  • 17.12.2017
  • სტატია:72026
  • ვიდეო:325218
  • სურათი:427382
საქართველო ცდილობს მიიზიდოს უკრაინული ბიზნესი თურქეთთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით

საქართველო გეგმავს წლის ბოლომდე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ინდოეთთან

image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეპირდა უკრაინელ ბიზნესმენებს მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას მათი ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ბიზნესსექტორთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ უკრაინულ საქმიან წრეებს, საქართველოში არსებული ყველაზე კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისათვის.", - განაცხადა კვირიკაშვილმა ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლის დროს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ უკრაინელი მეწარმეები ასევე შეძლებენ ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან და დიდი ალბათობით, უკვე მომავალი წლის ბოლოს, ინდოეთთან, რომელთანაც უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და დაწყებულია კონსულტაციები.

მისი სიტყვებით, საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ რეგიონალურ სატრანზიტო-სატრანსპორტო გლობალური მნიშვნელობის პროექტებში და ორივე ქვეყანას გააჩნიათ დიდი პოტენციალი ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებისათვის და გაღრმავებისათვის ყველა სფეროში.

0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0