x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134606
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ენაბორძიკობა
image




მოქნილი მეტყველება ესაა თანაბარი და რითმული მეტყველება
ძალისხმევისა და მერყეობის გარეშე. ენაბორძიკობა არის მეტყველების ტემპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა.

ენაბორძიკობის ძირითად სიმპტომს არმოადგენს სამეტყველო აქტის დროს სამეტყველო კუნთების კლონური ან ტონური მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობაც ცვალებადობს 0, 2 წამიდან, 12, 6 წამამდე (რთულ შემთხვევაში 90 წამსაც შეიძლება მიაღწიოს). გამოყოფენ სხვადასხვა ფორმებს:

ტონური, კლონური, შერეულისუნთქვითი, ხმოვანი, არტიკულატორული, შერეული.


ტონური ფორმის დროს ადგილი აქვს კუნთების ხანმოკლე ან ხანგრძლივ სპაზმურ შეკუმშვას. შედეგად სიტყვა გამოითქმება შემდეგნაირად: „კ - არი“. კლონური ფორმის დროს აღინიშნება კუნთების რითმული შეკუმშვა უფრო ნაკლებად გამოხატული დაძაბულობით. შედეგად სიტყვა გამოითქმება შემდეგნაირად : „კა-კა - კარი“. შერეულის დროს მეტყველებისას აღინიშნება როგორც ტონური, ასევე კლონური მდგომარეობები.

დიაგნოსტირებისა და მეტყველების პრობლემის დაძლევისათვის მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ლოგოპედს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს.

ენაბორძიკობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც იწვევს ენაბორძიკობას არის ბავშვის მეტყველების გადატვირთვა. მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, მაგრამ უფროსები ხშირად ბევრს უკითხავენ და ამავე დროს მათი ასაკისათვის შეუფერებელ ზღაპრებს, მოთხრობებს, აიძულებენ ლექსების სწავლას.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. ბგერათწარმოქმნა მთლიანად არ არის ფორმირებული. სიტყვათა მარაგი ღარიბია, სიტყვათა მარაგი
ღარიბია, არასრულფასოვნად ფლობენ ენის გრამატიკულ საშუალებებს. მშობლები კი აიძულებენ მათ წარმოთქვან რთული ფრაზები, უცნობი
და გაუგებარი სიტყვებით.ყველა ბგერის სწორი წარმოთქმა ბავშვებს 4 წლის ასაკის შემდეგ შეუძლიათ, როდესაც საარტიკულაციო აპარატი სრულად ჩამოყალიბებული და ძლიერია, ამიტომ ამ დრომდე არ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს რთული სიტყვები და ფრაზები როგორც
ბგერათწარმოთქმის მხრივ, ასევე აზრობრივად.

არანაკლებ საშიშია ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გადატვირთვა ისეთი შთაბეჭდილებებით, რომლებიც იწვევს ემოციურ გადაძაბვას. სამწუხაროდ, ბევრ მშობელს, ისევ და ისევ კეთილი სურვილებით, მიჰყავს ბავშვი კინოში, თეატრში, ცირკში.ნებას აძლევენ დიდხანს უყუროს მისი ასაკისთვის შეუფერებელ გადაცემებს, ფილმებს. კინოფილმის, ცირკის, სპექტაკლის, გადაცემის ყურების შემდეგ ბავშვს უჩნდება უამრავი შეკითხვა, შთაბეჭდლებები. ის ცდილობს მოჰყვეს იმის შესახებ, რაც ნახა. სულმოუთქმელად ლაპარაკობს, ყლაპავს მარცვლებს, ეძებს საჭირო სიტყვებს, ჩერდება, ისევ იწყებს თხრობას, ჩქარობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის მეტყველებაში ჩნდება წაბორძიკებები, რომელიც შეიძლება გამყარდეს განვითარდეს ენაბორძიკობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავში არ წავიყვანოთ ცირკში, თეატრში ან არ ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. ეს უნდა გაკეთდეს სიფრთხილით. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, მისი ბუნება, რამდენად მგრძნობიარეა, როგორია მისი ნერვული სისტემა.


ზოგჯერ მშობლები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან, არ ზრუნავენ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე; არ უკითხავენ ზღაპრებს და მოთხრობებს, არ ასწავლიან ლექსებს, არ აქცევენ ყურადღებას ბგერათწარმოთქმებს, არ უხსნიან უცხო სიტყვების მნიშვნელობას ასეთ შემთხვევაში ბავშვის მეტყველების განვითარება ფერხდება და ჩამორჩება ასაკს. ასეთ შემთხვევაში ბავშვის არავერბალური ინტელექტი უკეთ არის განვითარებული ვერბალურზე. ბავშვს არ აქვს საჭირო სიტყვები, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, ამიტომ მეტყველებაში ჩნდება პაუზა, შეჩერება, წაბორძიკება, რომელიც შემდგომში შეიძლება გადავიდეს ენაბორძიკობაში.


ასეთი მდგომარეობა, რომ თავიდან ავცილოთ, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის. საჭიროა წაუკითხონ მისი ასაკისთვის შესაფერისი წიგნები, რომელიც უნდა იყოს კარგად დასურათებული, შემდეგ მოთხოვონ ძირითადი შინაარსის გადმოცემა ჯერ კითხვების საშუალებით, შემდეგ დამოუკიდებლად. აუცილებლად დაეხმარეთ ახალი სიტყვების წარმოთქმაში. ბავშვის მეტყველების განვითარებას ხელს უწყობს სურათებიანი ლოტო, რომელიც საშუალებას იძლევა თამაშის დროს ბავშვმა დაიმახსოვროს ახალი საგნის სახელი და წარმოთქვას ის.



ბავშვის მეტყველების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ან არასასურველი ურთიერთობა, უსიამოვნებები და კონფლიქტი ოჯახში, ბავშვის შეშინება, ცემა, მკაცრად დასჯა, ხშირი პრეტენზიები. ყოველი ამან მგრძნობიარე ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ენაბორძიკობა.


ენაბორძიკობის დაწყებას მშობლები ხშირად უკავშირებენ შეშინებას, მაგრამ შიშმა შეიძლება ბიძგი მისცეს მის გამოვლენას.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0