x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69542
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423120
ახალი საფრთხე! ბიოლოგები ეპიდემიის საშიშროების შესახებ საუბრობენ

image


ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვეთრად გაიზარდა იმ სახიფათო პარაზიტით დაინფიცირებული ადამიათა რიცხვი, რომელიც თავის ტვინში აღწევს.

მეცნიერები სერიოზულად ღელავენ ახალი საფრთხის გამო. ამერიკელი ბიოლოგების ინფორმაციით, პლანეტაზე გლობალურმა დათბობამ შესაძლოა ამ პარაზიტი-ჭიებით - Angiostrongylus cantonensis, დაინფიცირების ნამდვილი ეპიდემია გამოიწვიოს.


ამ სახეობის პარაზიტები მღრღნელების ორგანიზმში ვითარდებიან, უფრო კონკრეტულდ კი ქალაქის ვირთხებში. თუმცა, ამ ჭიების ე.წ. შუალედური "მფლობელები" არიან მოლუსკები, ბაყაყები და კიბოსებრნი, რომელიც ადამიანმა შესაძლოა საკვებად გამოიყენოს.


როდესაც ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, პირდაპირ ტვინში აღწევს. მართალია, პარაზიტები კვდებიან, მაგრამ მათ გარშემო ტვინის უჯრედების ნეკროზი ვითარდება. დაინფიცირებულებს ისეთი დაავადება უვითარდებათ, როგორიცაა მენინგოენცეფალიტი – რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვიული სისტემის მუშაობის დარღვევას და სიკვდილსაც კი. დაავადებულებს ახასიათებთ თავის ტკივილები, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ციებ-ცხელება და ნაწილობრივი დამბლა.


დღევანდელი მონაცემებით პარაზიტები A.cantonensis გავრცელებულია ფლორიდის შტატის ხუთ ოლქში, ასევე აღმოაჩინეს ალაბამას, ლუიზიანას და კალიფორნიის შტატების ტერიტორიაზე, წერს Gizmodo. ჰავაიზე, მხოლოდ 2017 წელს პარაზიტებით დაინფიცირების 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ცვალებადი კლიმატური პირობების გამო, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, აცხადებენ მეცნიერები და აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ გასული 20 წლის მანძილზე მხოლოდ

ორი მსგავსი ფაქტია გამოვლენილი.


ასევე დაგაინტერესებთ:


არსებობს თუ არა სული სამეცნიერო ექსპერიმენტები და შედეგები


რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს


ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III)

3
113
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
113
  
17 ივლისი, 10:59
გაიხარეთ
17 ივლისი, 9:48
მადლობა :) ძალიან ვაფასებ თქვენს აზრს!!!
16 ივლისი, 14:59
როგორც ყოველთვის საინტერესოა
0 1 3