x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
რა არის გონებრივი ჩამორჩენილობა ?

გონებრივი ჩამორჩენილობა განვითარების დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა.ამერიკის გონებრივი ჩამორჩენილობის ასოციაციის განმარტების მიხედვით, გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან, რომელიც ადაპტაციური ქცევის დეფიციტს უკავშირდება და ვლინდება ადამიანის განვითარების პერიოდში. ადაპტაციური ქცევის დეფიციტი ნიშნავს მომწიფებაში მნიშვნელოვან ჩამორჩენას და სწავლაში, პიროვნულ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაში შეზღუდვებს. "მნიშვნელოვანი გადახრა" ნიშნავს ისეთ IQ მაჩვენებელს, რომელიც ნორმაზე საგრძნობლად დაბალია. ჩამორჩენილობის შესახებ მსჯელობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც IQ 70-ზე დაბალია.

image



გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით, ადაპტაციური უნარების, რაშიც იგულისხმება :კომუნიკაცია თვითმომსახურება სოციალური ჩვევები სწავლა მუშაობა დასვენება
საოჯახო საქმიანობა, ორ ან მეტ სფეროში დარღვევით.

გონებრივი ჩამორჩენილობა სხვადასხვა ხარისხისაა, იგი ვლინდება შემეცნებით, ემოციურ და ნებელობით სფეროში. გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიკაცია ხორციელდება ინდივიდის შესაძლებლობების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, მისი გარემოსთან შეგუების ხარისხის მიხედვით.


გონებრივი ჩამორჩენილობა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, გამოყოფენ პრენეტალურ/მუცლადყოფნის, პერინატალურ/მშობიარობის და პოსტნატალურ/დაბადების შემდგომ ფაქტორებს.

პრენატალური ფაქტორებია:
გენეტიკური: ქრომოსომული დაავადებები, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები.
შეძენილი: ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი, დედის ინფექციები და ინტოქსიკაცია წამლებით.
ემბრიონული განვითარების ადრეული ცვლილებები.

პერინატალური ფაქტორებია:

რთული მშობიარობა, ასფიქსია, ნაყოფის ჟანგბადის უკმარისობა.

პოსტნატალური ფაქტორებია:
ქალის ტვინის დაზიანება, ინფექციები, გულყრითი სინდრომები, გარემოს ქრონიკული დეპრივაცია.

ავტორი: ყალიჩავა ლაურა

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0