x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
ბულინგის ტრადიციული და ახალი ფორმები

image აგრესიული ქცევის მსგავსად, ბულინგსაც აქვს მრავალი ფორმა. ბულინგისადმი მიძღვნილი ადრეული კვლევები ფოკუსირებული იყო ფიზიკური (როგორიცაა დარტყმა, ხელის კვრა, წიხლის კვრა) და ვერბალური (მაგალითად, დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება, დამუქრება) თავდასხმების შესწავლაზე. ადრეულ კვლევებში ბულინგის უშუალო ფორმებზ ხაზგასმა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ, ძირითადად, კვლევა ბიჭებზე იყო ფოკუსირებული.
გვიანი, 80-იანი წლებიდან კვლევებმა ფიზიკური და ვერბალური აგრესიის შესწავლიდან გადაინაცვლა აგრესიის უფრო დაფარული ფორმების შესწავლაზე. ეს მოიცავს არაპირდაპირ, ხშირად სოციალურად მანიპულირებულ ქცევას, როგორიცაა: ცუდი
ჭორების გავრცელება; ტყუილები სამიზნის შესახებ (არაპირდაპირი აგრესია); სამიზნის ურთიერთობებისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის მიყენების მუქარა (ურთიერთობითი აგრესია); სამიზნის ღირსების შეგრძნების შელახვა; სოციალური სტატუსის დაზარალება საზოგადოებრივი დაცინვით, შეურაცხმყოფელი სახის გამომეტყველებით და ჟესტებით (სოციალური აგრესია).


საწყისი შეხედულება იმის შესახებ, რომ არაპირდაპირი,
რელატიური (ურთიერთობასთან დაკავშირებული) აგრესია არის „ქალთა აგრესია“, მხარდეჭერილია კვლევებით, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ასეთი სახის აგრესია ქალებში უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე მამაკაცებში.თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენდერული განსხვავებები, არაპირდაპირი აგრესიის გამოყენების თვალსაზრისით, არის უმნიშვნელო.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა, ზოგადად, არ გამოამჟღავნეს არაპირდაპირი აგრესიისაკენ მიდრეკილება, არსებობს საფუძველი იმისა, რომ, პროპორციულად ისინი უფრო ხშირად იყენებენ არაპირდაპირი აგრესიის ფორმებს, ვიდრე პირდაპირს.


ბოლო დროს მკვლევრებმა დაიწყეს ბულინგის ისეთი
ახალი ფორმების შესწავლა, როგორიცაა ელექტრონული ბულინგი, ან კიბერბული­ნგი/ინტე­რნე­ტბულინგი (Slonje&Smith, 2008). კიბერბულინგს ახორციელებენ ელექტონული საკომუ­ნიკაციო საშუ­ა­ლებებით - მობილური ან ინტერნეტგვერდების მეშვეობით. აგზავნიან ზიანის მომტან ტექსტებსა და შეტყობინებებს მსხვერპლებთან ან მათ
შესახებ ინტერნეტში ავრცელებენ შეურაცხმყოფელ ისტორიებს, ფოტოებს, ვიდეოკლიპებს. მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგი, ბულინგის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით, ნაკლებად ხშირია, ის უფრო მასშტაბური გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.


მიუხედავად იმისა, რომ მედია დიდ ყურადღებას უთმობს ფიზიკური ძალადობის შემცველ ვიქტიმიზაციას და მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგი ბავშვებისა და მოზარდებისათვის ახალ პოტენციურ
საფრთხეს წარმოადგენს, ისინი არ არის ბულინგის ყველაზე მეტად გავრცელებული გამოვლინებები. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებშიც, ბუ­ლინგის ძირითადი
წილი მოდის ვერბალურ თავდასხმებზე.


შეიძლება თუ არა, რომ ბულინგი იყოს მემკვიდრეობით განპირობებული? მემკვიდრეობითობის
მიდგომის მომხრენი ბულინგისა და ვიქტიმიზაციის ქცევებში გენეტიკური განსხვავებების წყაროს ეძებენ. ორივე
მათგანს აქვს ძლიერი გენეტიკური კომპონენტებ . უფრო მეტიც, გენეტიკის გარემო პირობებთან ურთიერთქმედების შემთხვევებში მოწყვლადობა ნიშნავს იმას, რომ ბულინგისა და ვიქტიმიზაციისათვის გენეტიკურად ამოქმედებული დისპოზიციები გამოხატულია
მხოლოდ (და უფრო ძლიერადაც) გარკვეულ გარემოცვებში. მაგალითად, ბრენდგენმა აღმოაჩინა, რომ ფიზიკური აგრესიის მემკვიდრეობითი შეფასება ბევრად დიდი იყო იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ჰყავდათ ძალიან აგრესიული მეგობრები (75%), ვიდრე არააგრესიული მეგობრების მყოლი ბავშვებისათვის (35%).

0
385
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0