x
რჩევები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
image
ადამიანის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორები არ მოქმედებს, მნიშვნელოვანია ფსოქლოგიური ფაქტორებიც და ის, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ ჯანრთელობას. აქედან გამომდინარე ფსიქოლოგები ზიმბარდო და გერიგი გვაძლევენ რჩევებს, როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი ჯანმრთელობა:

1. არასოდეს თქვათ ცუდი საკუთარ თავზე. თქვენი წარუმატებლობისა და უბედურების მიზეზი ისეთ ფაქოტრებში ეძებეთ, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია სხვადასხვა ქმედებებით.

2. შეადარეთ საკუთარი რეაქციები, აზრები და გრძნობები თქვენი მეგობრების, თანამშრომლებისა და ოჯახის წევრებისას, რათა შეამოწმოთ საკუთარი ადეკვატურობა.

3. გყავდეთ რამდენიმე ახლო მეგობარი, რომლებთანაც ღრმა უერთიერთობას დაამყარებთ, ასევე იზრუნეთ სოციალური მხარდაჭერის ქსელთა შენარჩუნებაზე.


4. შეიმუშავეთ დროის ბალანსირებული განცდა. იყავით ორიენტირებული მომავალზე, როცა რაღაცის გაკეთებაა საჭირო. იყავით ორიენტირებული აწმყოზე, როდესაც მიზანი მიღწეულია და სიამოვნების მიღების დროა და წარსულზე ორიენტირებული იმისთვის, რომ არ მოწყდეთ თქვენს ფესვებს.

5. ყოველთვის მიიღეთ ქება მიღწევებისა და წარმატებისთვის.

6. როდესაც გრძნობთ რომ ემოციებზე კონტროლს კარგავთ, განერიდეთ სიტუაციას ფიზიკური წასვლით.

7. გახსოვდეთ, ზოგჯერ წარუმატებლობა და იმედგაცრუება გიცავთ კიდეც სიყალბისაგან.შეიძლება მიგანიშნებდნენ, რომ თქვენი მიზნები საზიანოა თქვენთვის ან შეიძლება დაგიფარონ მომავალი დაცემისაგან

8.თუ აღმოაჩენთ, რომ ვერ ეხმარებით საკუთარ თავს ან სხვას სულიერ ტანჯვასთან გამკლავებაში, მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

9. დანერგეთ ჯანსაღი გასართობები. გამოყავით დრო დასვენებისთვის, მედიტაციისთვის, მასაჟისთვის, ფრანის გაშვებისთვის. ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ აკეთოთ მარტომ და რომელთა საშუალებებითაც შეგიძლიათ უკეთ ჩაწვდეთ და დააფასოთ საკუთარი თავი.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0