სხვა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა 2017, 5 ივლისი, 16:57
კომპულსიები (იძულებები) განმეორებითი, მიზანმიმართული მოქმედებებია, რომელიც ობსესიებზე საპასუხოდ ხორციელდება გარკვეული წესების მიხედვით, ან რიტუალების სახით. კომპულსური ქცევა შიშის მომგვრელ რაიმე სიტუაციასთან დაკავშირებული დისკომფორტის შესამცირებლად ან აღსაკვეთად ხორციელდება, მაგრამ ის ან მიზანშეუწონელია ან შკარად მოჭარბებული. სიმშვიდის მდგომარეობაში არ ვლინდება კომპულსიების არსებობა, თუმცა, შფოთვის გაჩენისთანავე, დაუძლეველი ხდება დაძაბულობის შემცირებაზე მიმართული რიტუალური კომპულსური ქცევის ძალა. ტკივილის ნაწილი, რომელსაც ამ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები განიცდიან, ობსესიების ირაციონალურობის ან მოჭარბებულობის და მათი შემცირების უნარის არქონის გაცნობიერებით გამოწვეული ფრუსტრაციიდან მომდინარეობს. მსუბუქი ოსესიების გამოცდილება ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, წვრილმანი საფიქრალის აკვიატება "კარი ხომ ჩავკეტე?" ან "'გაზქურა ხომ გამოვრთე?".აკვიატებები საგანგაშოა მაშინ, როცა გაცილებით უფრო დიდ დისტრესს იწვევს, მეტად იძულებითი ხასიათი აქვს და აფერხებს სოციალურ და პროფესიულ საქმიანობას. მაგალითად, არსებობს შემთხვევვები, როცა ადამიანს ჭუჭყის შეგრძნება აეკვიატება და დღის დიდი ნაწილს კომპულსურ ქცევებში ხარჯავს, როგორიცაა დაბანა. მსგავსი აშლილობა აქვს ზოგიერთ ცნობილ ადამიანს, მაგალითად: ლეონარდო დიკაბრიოს, დონალდ ტრამპს და ჯესიკა ალბას. 30 შეფასება არ არის
|