x
image
გვანცა1234
ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არდას გმირი, თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში არდას გმირი, თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)
ოზან გიულერი 1991 წელს, 11 აგვისტოს დაიბადა თურქეთში, ქალაქ სივასში. მისი სიმაღლე არის 1.84 სმ, ხოლო წონა 82 კგ. მას აქვს ყავისფერი თმა და თვალები. მან მონაწილეობა მიიღო თურქეთის საუკეთესო მოდელის კონკურსში და 2012 წელს მესამე ადგილი დაკავა. 2014 წელს, მან თავისი სამოდელო კარიერა დროებით შეწყვიტა და მისი საქმიანობა სამსახიობო კუთხით წაიყვანა. მან ყოველგვარი გამოცდილებისა და სწავლის გარეშე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სერიალებსა და ფილმებში. მუშაობდა Fox TV- ზე; თურქეთში ის ძალიან უყვართ, სოციალური ქსელი კი მისი ფოტოებითაა აჭრელებული. ქართველი მაყურებელი, სიმპატიურ და ნიჭიერ ოზანს კარგად იცნობს საკმაოდ პოპულარული და ყურებადი ტელესერიალიდან “მოპარული ცხოვრება'', სადაც ის არდას როლში გვევლინება, განსაკუთრებულ მოწონებას ის ახალგაზრდა გოგონებში იმსახურებს. imageგარდა მოდელობის და მსახიობობისა ოზან გიულერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია სპორტი. ის სამოყვარულო დონეზე კალათბურთსაც თამაშობს. მსახიობზე ხშირად ამბობდნენ, რომ მას გაკეთებული აქვს პლასტიკური ოპერაციები, რასაც ოზანი სასტიკად უარყოფს და ამბობს, რომ მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ესთეტიკური სილამაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ოპერაციები გაიკეთოს. იხილეთ მისი ფოტოები:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
361
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0