x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134578
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
შეცდომები კანის მოვლისას,რომლებიც გვაბერებენ
image

1.ხშირად იყენებთ სკრაბს

სკრაბის ხშირად გამოყენებამ შესაძლოა ეპიდერმისის ზედა ფენა დააზიანოს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მჟავის შემცველი გამწმენდი, რომელიც სახეს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს.


2.იყენებთ მხოლოდ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს


ნაოჭების მოშორება სრულად-მხოლოდ პლასტიკურ ქირურგს შეუძლია, მაგრამ რაც შეიძლება გვიან რომ გაგვიჩნდეს ნაოჭები, ამისთვის კანი რეგულარულად უნდა დაატენიანოთ.


3.სახეს პირსახოცით “იხეხავთ"

ნუ გაიწმენდთ დაბანის შემდეგ სახეს ენერგიული მოძრაობებით, ამან შესაძლოა კანი აგიქერცლოთ. მსუბუქად მიიდეთ პირსახოცი კანზე და ასე გაიწმინდეთ.პირსახოცი აუცილებლად ცალკე უნდა გქონდეთ გამოყოფილი სახისთვის. დაუშვებელია სახის გაწმენდა პირსახოცით, რომლითაც ხელებს ან ტანს იმშრალებთ.


4.გძინავთ გაშლილი თმებით

თმაზე ცხიმი და ჭუჭყი გროვდება, რომელიც სახის კანზე გადავა.


5.ხშირად არ რეცხავთ ბალიშს

ბალიშზე ცხიმი, ჭუჭყი, მკვდარი უჯრედები და მიკროსკოპული ტკიპები გროვდება. აუცილებლად გარეცხეთ თეთრეული კვირაში ერთხელ, ხოლო ბალიში წელიწადში ორჯერ.


6.უარს ამბობთ თიხის ნიღაბზე

თეთრი თიხა უნივერსალურია და ყველა ტიპის კანს უხდება. ასუფთავებს ფორებს და აუმჯობესებს კანს.


7.თქვენს რაციონში ცოტა ხილი და ბოსტნეულია

ხილი და ბოსტნეული ხომ ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი საბადოა. კვება და ვიტამინები კანსაც ჭირდება.


თუ რეგულარული მოვლის მიუხედავად თქვენი კანი ცუდად გამოიყურება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0