x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ერთადერთი ტატუ, რომლის ტარებაც აუცილებელია - ეს ბევრის ცხოვრებას შეცვლის!
image

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology) მეცნიერები მუშაობენ უნიკალურ გამოგონებაზე, რომელიც თვისობრივად შეცვლის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას.


image


მაიკლ სტრანომ და პაულ ბეროუნმა გამოიგონეს უჩვეულო მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს ყოველდღიური სისხლის ანალიზის ჩატარებას. აღნიშნული მოწყობილობით მიღებული მონაცემების სიზუსტე ძალიან მაღალი იქნება, რადგან მისი წარმოების ტექნოლოგია რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც ამ მიზნით დღემდე შექმნილა.



image

დღევანდლამდე მსგავსი სახის ხელსაწყოები მუშაობს შემდეგი პრინციპით: კანქვეშ თავსდება ელექტროდი, რომელიც რეაგირებს რგანიზმში გლუკოზის ჟანგვის რეაქციის გვერდითი პროდუქტების კონცენტრაციაზე. სამწუხაროდ, მსგავსი მოწყობილობების ტარება არ არის რეკომენდებული ზედიზედ 7 დღეზე მეტ ხანს.


image


სტრანოსა და ბეროუნის მიერ შემუშავებული მოწყობილობა წარმოადგენს პოლიმერული გარსის მქონე ნახშირბადის ნანომილაებს. აღნიშნული გარსი მგრძნობიარეა გლუკოზის კონცენტრაციის მიმართ.


image
გლუკოზასთან კონტაქტისას მილაკები იწყებს ფლუორესცირებას. ფლუორესცენციის ინტენსივობა აჩვენებს ადამიანის სისხლში გლუკოზის დონეს.


image

იგეგმება ასევე ნანონაწილაკების შემცველი მელნის შექმნა. მელანს შეიყვანენ კანქვეშ ტატუირების ნემსის საშუალებით.


image

ტატუირება დროებითი იქნება. მსგავსი ინდიკატორის მოქმედების ვადა, სავარაუდოდ 6 თვე იქნება. შემდეგ კი საჭირო იქნება პროცედურის გამეორება, რადგან მელანი დაკარგავს თავის თვისებებს.


image

ფლუორესცენციაზე რეაგირებადი მცირე ზომის ინფრაწითელი მონიტორი გაშიფრავს "ტატუს" მიერ ნაკარნახებ მონაცემებს და შეგვატყობინებს თუ საჭირო იქნება რაიმე სახის ღონისძიებების მიღება.


ჯერ-ჯერობით ეს ტექნოლოგია შემუშავების პროცესშია. უკვე ტესტირებები ჩატარა ცხოველების კანის ფრაგმენტებზე და შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ზოლები და ლაქები - გაითვალისწინეთ!

image


2. ქალი დღეში 3 ფინჯან ყავას სვამდა და წარმოუდგენელი რამ დაემართა! - ეს ბევრს გამოადგება

image


3. როდის იქცევა ჩვეულებრივი ხალი მომაკვდინებელ სიმსივნედ - დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები, ამით

image


4. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

image


5. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image


და ბევრი სხვა საინტერესო სიახლე იხილეთ ბმულზე










0
364
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0