x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78043
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)

ბევრი ქვეყნის კულტურასა თუ რელიგიაში სულების რეინკარნაცია და გარდაქმნა სრულ რეალობად მიაჩნიათ, რადგან მათი რწმენით, წარსული არსებით გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და პიროვნებაზე დღეს. ბუდისტებს კი სჯერათ იმის, რომ სულს შეუძლია 9–ჯერ მოევლინოს ამ ქვეყანას ადამიანის სახით. მათ ცხრილიც აქვთ შედგენილი, სადაც ადამიანს დაბადების წლის მიხედვით აქვს მინიჭებული კოდური რიცხვი, რომლის საშუალებითაც იშიფრება მისი პიროვნება და თუ ბედი.


image


თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, რომ მოცემულ ცხრილში მოძებნოთ რიცხვი, რომელიც თქვენს დაბადების წელს ეკუთვნის და შესაბამისად კი წაიკითხოთ ამ რიცხვისთვის განკუთვნილი ახსნა.


image


#1#. ხასიათი- შემაწუხებელი და მომაბეზრებელი. ბუნებით- პესიმისტი. აქვს უნარი სიტუაციებში ადაპტირების. თითქმის არასოდეს ცდილობს რაიმეს შეცვლას. გარეთ გულღია და მეგობრულია, ოჯახში კი თავნება, ბავშვივით ჯიუტი. ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული (ყველას შემთხვევაში არა). ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად სხეულის ქვედა ნაწილში აწუხებს- თირკმელები, შარდის ბუშტი, სასქესო ორგანოები, საშვილოსნო.


ხშირად განიცდის ხასიათის ცვლილებებსა და დეპრესიას. არ არის რომანტიული, თუმცა საშინლად ითხოვს სიყვარულს. მძიმე შრომა მისთვის არაა. ძირითადი საქმიანობა წყალს უნდა უკავშირდებოდეს.




#2#. წვეთი აგრესიის გარეშე საოცრად მეგობრულია. უამბიციო და უინიციატივო, თუმცა საოცრად მეწვრილმანეა. არ არის ლიდერი, თუმცა საოცარი შემსრულებელია. საუკეთესო წლები 45-47. მართავენ გრძნობები და არა აზრები. ძალიან ყურადღებიანია სასიყვარულო ურთიერთობის დროს პარტნიორთან. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები- ზურგის ტკივილი, კანის, ნაწლავისა, სისხლის დაავადებები.


საშუალოდ წარმატებულია ცხოვრებაში. გაურბის აზარტულ თამაშებს, რადგან მისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გატაცება მიიყვანს თვითმკვლელობამდე, მკვლელობამდე ან ძალადობამდე. პროფესიონალია ფერმერობისთვის, ხალხთან ურთიერთობის და მეურნეობის.




#3#. ნაადრევად ბრძენდება. ყოველთვის ოპტიმისტი და ახალგაზრდაა. საოცრად პოზიტიური და დადებითია, თუმცა ჯიუტი და მოუთმენელი. უჭირს გარემოებებთან შეგუება. საუკეთესო წლები 34-38. ფიქრობს მხოლოდ ერთი დღით. ძლიერი და აქტიურია, თუმცა ფეხების და ნერვების სისუსტე ახასიათებს.


ახასიათებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. იმპულსური და პირდაპირია. არ არის ეკონომიური და ხელმომჭირნე, ამიტომ უაზროდ ფლანგავს ფულს. აფასებს მუშაობის ხარისხს, ამიტომ მუშაობს იქ, სადაც იდეალური გარემოა თვითგამოხატვისთვის– პედაგოგი, სპიკერი, მწერალი, მუსიკოსი...




#4#. ზოგადად დადებითი პიროვნებაა, მაგრამ სუსტი და მშიშარა. ბუნებით– გაწონასწორებული და კეთილი. იდეალური ასაკი 38 წლამდე. ახასიათებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისკენ მიდრეკილება, ნაწლავების და სასუნთქი გზების დაავადებები. (ამ რიცხვის წარმომადგენელ ქალბატონებში კი გინეკოლოგიური დაავადებები).


ფიზიკურად მომხიბვლელი ადამიანები არიან, ჭკვიანები. უჭირთ ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობები. მათი ოჯახური ფორმირება ყოველთვის საეჭვოა. უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, საქმიანი ურთიერთობები, დღესასწაულები.




#5#. გაურკვეველი პიროვნებაა. არის როგორც კარგი, ასევე ცუდი; როგორც მართალი, ასევე მცდარი; როგორც შრომისუნარიანი, ასევე ზარმაცი. საუკეთესო ასაკი 42 წელი. მაქსიმალურად აქვს განვითარებული გადარჩენის ინსტიქტი. აქვს ძლიერი იმუნიტეტი, თუმცა აქვს მიდრეკილება სიმსივნეების, ცხელების, არტერიული ჰიპერტენზიის, ნაწლავური პრობლემებისა და სისხლის დაავადებების მიმართ.


სიყვარულში მაქსიმალურად მომთხოვნია. დომინანტია. წარმატება მისი თანამგზავრი არაა, თუმცა წარუმატებლობა მალე გაივლის ხოლმე. აზარტული მოთამაშეა, რისთვისაც ყველაფერს გაიღებს თუნდაც დასაკარგად. მისთვის მისაღები მხოლოდ მართვის პოზიციებია, სადაც არის ის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს.




#6#. კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია. ბუნებით ლიდერი და ნოვატორია. ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და ისწრაფის მათკენ. კმაყოფილია საკუთარი თავის და საშინლად ეშინია წარუმატებლობის. საუკეთესო ასაკია 40 წელი. ადვილად ადაპტირებს ნერვული შეტევის თუ აფექტის დროს. ხშირად აწუხებს თავის ტკივილი. მიდრეკილია ფილტვების, ძვლებისა და გულის დაავადებებისკენ.


კარგად აბალანსებს ფინანსების საკითხს, თუმცა როგორ სწრაფადაც შოულობს, ისე სწრაფად შეუძლია დახარჯოს. წარმატება არაა მისი ხშირი სტუმარი. მისგან გამოდის იდეალური გამყიდველი (გამსაღებელი), მასწავლებელი, სპიკერი და მქადაგებელი.




#7#. ოპტიმისტია. არ შეუძლია ემოციების კონტროლი. ადვილად შეუძლია ხალხის დარწმუნება. შესანიშნავი მანიპულატორია. საშინლად ბრაზდება თუ ყურადღების ცენტრში არ ყავთ. ძალიან ყურადღებიანია ყველა დეტალის მიმართ. სტაბილურია ცხოვრება 40 წლის შემდეგ. ფიზიკურად სუსტია, ახასიათებს სასქესო ორგანოების, თირკმელების, კუჭისა და ნერვების პრობლემები.


მას უყვარს თავისუფლება. სიფრთხილით ირჩევს პარტნიორს. იურისტი ან ფინანსისტია.




#8#. ძალიან ჯიუტი და თავდაჯერებულია. ძნელია ვინმემ წარმოდგენა და კონკრეტული შეხედულებები შეაცვლევინოს. საოცრად კონსერვატიულია. მოწონს, როდესაც სხვებს ახვევს თავს თავის შეხედულებებს. ძალიან მშვიდია, თუმცა შინაგანად ძლიერი. ბუნებით მაღალი თვითშეფასების მგელია. სხეული ძლიერი და ჯანმრთელი აქვს, თუმცა ჰიპოხონდრიკია. მოსალოდნელი დაავადებებია: ათეროსკლეროზი, ნერვოზი, ხერხემლის პრობლემები.


გაურკვეველია ურთიერთობებში, თუმცა დაწყნარდება, როდესაც შექმნის ოჯახს. ძალიან დამოკიდებულია ფულზე. ირჩევს სტაბილურ და საიმედო სამსახურს.




#9#. ძალიან მგრძნობიარე და ემოციური პიროვნებაა. ცხოვრობს ნათელი, თუმცა უაზრო ცხოვრებით. მოუთმენელი და იმპულსურია. გარშემო ყველას კრიტიკაშია ჩაფლული. სხვებისგან ძალიან ბევრს მოელის. პარტნიორებს კი ძალიან სწრაფად იცვლის. იდეალისტია, უარყოფს მატერიალურ ფასეულობებს. მიდრეკილია გულის, თვალების დაავადებებისკენ, ნერვოზისა და უძილობისკენ.


ხშირად ჩართულია დიპლომატიაში, მსახიობობასა და ხელოვნებაში. წარმატება მისი თანამგზავრი არაა, თუმცა საშუალო ფინანსები ყოველთვის აქვს.




იხილეთ აგრეთვე:



კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?

თუ საათს 11:11 მომენტში დახედავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლებთ! რატომ?

2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი
რა გელით 2017 წელს? (მე-2 ნაწილი)
რა გელით 2017 წელს?

2017 წლის ჰოროსკოპი- რას გვიწინასწარმეტყველებს ცეცხლისფერი მამალი?

როგორ დაბერდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?


12
4004
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4004
  
2017, 27 დეკემბერი, 14:30
ჩემზე პროფესიის გარდა ყველაფერი დაემთხვა :D :D
2017, 22 დეკემბერი, 16:58
ჩემზე არ დაემთხვა
2017, 1 ივლისი, 2:55
რავი, ჩემს შემთხვევაში ძაან დაემთხვა :( #5
2017, 29 ივნისი, 20:07
გამოდის რომ ერტ წელში დაბადებული ადამიანი ყველა ერტნაირია, მაგარი უზარობა და არც ჩემზე დაემტხვა არც ჩემს ახლობელზზე არავისზე
2017, 29 ივნისი, 19:50
:D :D აუცილებლად გადავცემ ამ ბუდისტებს :D
2017, 29 ივნისი, 19:48
მაგ ბუდისტებს უთხარი ახალი კარმა დაწერონ :D
2017, 29 ივნისი, 19:46
1986 წელი. ციფრი ხუთი. რაც კარგი წერია მხოლოდ ის ემთხვევა და მანდ დაწერილ უარყოფით მხარეებს ჩემთან ოდნავი შეხებაც არ აქვს. თუ ემთხვევა ბარემ ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს. და ამიტო ვთვლი რომ მცდარია. :):):):)
2017, 29 ივნისი, 19:00
ყველას დაემთხვა და დაბადების წელი ხომ არ გეშლება თემო? :P :P :P
2017, 29 ივნისი, 18:30
ჩემი ზუსტად ემთხვევა :))
2017, 29 ივნისი, 15:15
ვაუ, ჩემზე ერთი ერთში ემთხვევა. :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10