x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
უბოდიშობამდე მისული გაბედულება!

უბოდიშობამდე მისული გაბედულება!-გასული საუკუნის უდიდესი პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას ასე მოიხსენიებს მისი კოლეგა მურმან ლებანიძე.

image


თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!


თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!


თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!


თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????


არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?


თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!


მუხრან მაჭავარიანი

image


იხილეთ ასვე:

1. მინდა შეგიმკო თმები გვირილით - ხუტა ბერულავა


2. უსიყვარულოდ- გალაქტიონ ტაბიძე


3. პირველი ღამე– გოეთე

2
4622
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
4622
  
2017, 22 ივნისი, 12:34
ვისიც არ უნდა იყოს მაგარი კია და
2017, 22 ივნისი, 12:34
მაგარი პოეტი იყო..უდაოდ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან №1 პოეტი ..მის შემოქმედებას ძალიან კარგად ვიცნობ..მაგრამ ა ასეთ ლექსს ვერ ვიხსენებ..ან როგორ შეიძლება ასეთი ლექსი გამორჩენოდა?
0 1 2