x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69514
  • ვიდეო:322098
  • სურათი:423084
როდემდე დამალავენ შვილს "პლედით"? - ვარსკვლავური წყვილის ცრურწმენა თუ უბრალოდ ახირება? ( + ბევრი ფოტო )

imageრონალდუსთან დაშორების შემდეგ სუპერმოდელმა თავისი ბედნიერი გზა ნახა და როგორც მისი და ბრედლი კუპერის ბოლოდროინდელი ფოტოებიდან ჩანს, წყვილი უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი ტკბებიან ცხოვრებით.უცხოური მედია როგორც იტყვიან თვალს არ აშორებს წყვილს და ფეხდაფეხ დასდევს ამ სიტყვის სრული გაგებით.პაპარაცებმა ირინა შეიკი ლოს ანჯელესში ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს. თუმცა მშობიარობამ მის სხეულზე კვალი ვერ დატოვა. შეიკი არაჩვეულებრივ ფორმაშია და სრულყოფილ ფორმებს არც მალავს.წყვილს სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტო ჯერ არ გამოუქვეყნებია და პაპარაცებისგან დასაცავად საბავშვო ეტლს პლედით ფარავენ.შეგახსენებთ, რომ ლეა დე შეინ შეიკ კუპერი ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის პირველი ქალიშვილია.

imageimageimageimageimageბრიტანული მედიის ცნობით, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიცვალა.წყვილთან დაახლოებული პირის ცნობით, ბავშვმა წყვილის ურთიერთობა უფრო გაამყარა. - „ირინა ყველაფერს კარგად ართმევს თავს. მას ბევრ რამეში დედა ეხმარება, რომელიც ლოს ანჯელესში პატარა ლეას დაბადების შემდეგ გადმოვიდა. ბრედლიც მის გვერდით არის. ის ირინას დღეში ასჯერ ურეკავს, მისთვის რთულია ოჯახთან დამშვიდობება და სამსახურში წასვლა, “- განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა. შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს პირველი შვილი 21 მარტს შეეძინათ, ბავშვს ლეა დე შეინ შეიკ კუპერი დაარქვეს.image
imageimageimage31 წლის მოდელი მშვენიერ ფორმაშია მშობიარობის შემდეგ და ის კანის კინოფესტივალზე გამჭვირვალე სამოსით წარსდგა.მოდელი მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში მეორედ გამოჩნდა და სრულყოფილი სხეულით თაყვანისმცემლები კვლავ გააკვირვა.შეიკს ფესტივალზე დიზაინერი Olivier Rousteing-ის ნახევრად გამჭირვალე კაბა ეცვა.imageimageშეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი ორსულობის დროსაც ინარჩუნებდა ფორმებს და რომ არა ჩასაფრებული პაპარაცები თუ თაყვანისმცემლები, ირინა შეიკის ფეხმძიმობას ვერც ვერავინ გაიგებდა მშობიარობამდე.imageბოლოს პაპარაცებმა მოსიყვარულე წყვილი ლედი გაგას კონცერტზე დააფიქსირეს.

image

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0