x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
ისლამური ქალაქი და საქალაქო ცხოვრება

ისლამის გავრცელებასთან ერთად იზრდებოდა ქალაქები. არაბთა დიდი დაპყრობების

შემდეგ არაბთა ხელში აღმოჩნდა ქალაქები: დამასკო, ჰალები, ანტიოქია, იერუსალიმი,

ალექსანდრია, ნიშაბური, სამარყანდი და სხვა. ამ ქალაქებში აშკარად იგრძნობოდა

ანტიკური, რომაულ-ბიზანტიური ან სპარსული ტრადიციების გავლენა. არაბთა ყოფილი სამხედრო ბანაკების ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური

ფაქტორების გავლენით უკვე VII საუკუნეში აღმოცენდნენ ახალი ქალაქები (ქუფა, შირაზი, ბასრა, კაირავანი, ფუსტატი).

არაბებმა, დაპყრობების შემდეგ, თანდათან აითვისეს საქალაქო ცხოვრების მდიდარი

გამოცდილება და ამასთანავე ხელი შეუწყვეს მის შემდგომ განვითარებას.


VIII საუკუნის შუა ხანებიდან სახალიფოს მართავდა აბასიანთა დინასტია, რომლის

სატახტო ქალაქიც გახდა ბაღდადი, დაარსებული ხალიფა ალ-მანსურის (754-775) მიერ.

თუმცა მალე სახალიფოს დაშლა დაიწყო და მას არაერთი ოლქი ჩამოშორდა. სახალიფოს

კულტურის აღმავლობა შეინიშნება დაახლოებით VIII საუკუნის II ნახევრიდან.

ვრცელი ტერიტორიები ხელს აძლევდა ვაჭრობას. საერთაშორისო ვაჭრობაში აბასიანთა,

ანუ ბაღდადის სახალიფოს ხელსაყრელი მდგომარეობა ჰქონდა. ის მდებარეობდა იმ

გზებზე, რომლებითაც საქონელი ჩინეთიდან და ინდოეთიდან მიედინებოდა აფრიკასა

და ევროპაში.

აქ ფართოდ საღდებოდა ეგვიპტის სელის ქსოვილები, სირიის აბრეშუმის და მინის

ნაწარმი, ანდალუსიური ქაღალდი, იარაღი და ჯავშანი. ირანიდან მოდიოდა ხალიჩები

და მხატვრული ნაქარგი, სამხრეთი ირანიდან – ბამბა და შაქარი. ირანი ვაჭრობდა

აგრეთვე სპილენძით, ტყვიით, ვერცხლისწყლით.


შუა საუკუნეების ქალაქის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს ბაღდადი, რომელიც დაარსდა

762 წელს. ქალაქი აღმოცენდა მდ.ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე. ქალაქის ცენტრი იყო

ციტადელი – ხალიფას სასახლე, რომლის მახლობლად მდებარეობდა საკრებულო

მეჩეთი, გვარდიელების ყაზარმები და სატუსაღო. ქალაქის ეს ნაწილი გარშემორტყმული

იყო სამმაგი ქალაქის კედლით და ხანდაკით. გალავნის მიღმა იწყებოდა თავად ქალაქი,

რომელიც ცენტრს უკავშირდებოდა 4 კარით.აქ განლაგებულ კვარტლებში ცხოვრობდნენ

სხვადასხვა სპეციალობის ხელოსნები, ვაჭრები, მეზღვაურები. აქ იყო იყო ბაზრები,

მეჩეთები, სასტუმროები, ქრისტიანთა მონასტრები. საცხოვრებელი უბნები თავის მხრივ

გარშემორტყმული იყო გალავნით, მაგრამ ქალაქის ზრდასთან ერთად ქალაქში

აღმოჩნდებოდა ხოლმე. ტიგროსის ორ ნაპირს ერთმანეთთან ხიდები აერთებდა. ქალაქის

სხვადასხვა ნაწილთან დაკავშირება ხდებოდა ნავებით, რომლებიც ათასობით იყო.

ბაღდადის უბნები რელიგიური ნიშნით იყო დასახლებული. სუნიტები ცხოვრობდნენ

შამასიას უბანში, შიიტები ქარხის უბანში. იყო სპეციალიზირებული ბაზრები – ხორცის,

ქსოვილების, ძვირფასი ლითონებისა და ოქრომჭედლობის. ბაღდადის აღმოსავლეთში

ცხოვრობდნენ ხალიფა და წარჩინებულები. პორტის დანიშნულებას ასრულებდა ქალაქი

ბასრა.



ბაღდადი



სახალიფოს სხვა ქალაქებიც ანალოგიურად იყო მოწყობილი. ახლო აღმოსავლეთის

ბაზრებს შორის მდებარეობდა ქარვასლები, რომლებშიც ბინავდებოდნენ ვაჭრები

თავიანთი საქონლითურთ.

შუა საუკუნეებში განთქმული იყო აღმოსავლური პარფიუმერული ნაწარმი, რომლებსაც

ამზადებდნენ იებისაგან, ლოტოსისაგან, ნარცისისაგან, პალმებისაგან, თეთრი

ჟასმინისაგან, მაიორანისაგან და სხვა.

ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქალაქს ჰქონდა ზარაფხანა.

მუსლიმმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს ქაღალდის დამზადების

ჩინურ ტექნოლოგიაში – მათ დაიწყეს ქაღალდის დამზადება ქსოვილის ჩვრებისგან.

ქაღალდის ფაბრიკები იყო სხვადასხვა ქალაქში. თუმცა სამარყანდი რჩებოდა ქაღალდის

წარმოების ძირითად ცენტრად.



0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0