x
მეტი
  • 20.08.2017
  • სტატია:68494
  • ვიდეო:320982
  • სურათი:421422
სიზმარში მოსული გენიალური აზრები

imageimageყველასთვის ცნობილი მენდელეევის გარდა, რომელმაც სიზმარში ქიმიური ელემენტების ცხრილი ნახა, არსებობს კიდევ სიზმარში გაკეთებული არაერთი აღმოჩენა და გამოგონება:


* მესროპ მაშტოცი (361-440 წწ.), სომხური დამწერლობის შემქმნელი, ამტკიცებდა, რომ ალფავიტი ანგელოზებმა სიზმარში აჩვენეს.


* დეკარტს ( 1596-1650 წწ.) ერთხელ ღია წიგნი დაესიზმრა. სიზმარში სულმა ის დაარწმუნა, რომ მისი ცხოვრების მისია, იმის დამტკიცებაა, რომ მათემატიკური პრინციპების გამოყენება ბუნების შეცნობაში შეიძლება და რომ მათ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.


* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულემ (1829-1896 წწ.) სიზმარში გველი ნახა, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა. ამ სიზმრის შემდეგ, მეცნიერმა ბენზოლის მოლეკულის სტრუქტურა შექმნა.

image

* ფრიდრიხ ბურდახს (1776-1847 წწ.) სისხლის მიმოქცევის იდეა დაესიზმრა.


* მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატმა, ოტო ლევინმა (1873-1961 წწ.) სიზმარში გულის მუშაობის ნერვული იმპულსის გადაცემა ნახა.


* ცნობილია ნილს ბორის (1885-1962 წწ.) მოგონებებები, სიზმრის შესახებ, რომელშიც მან ატომის სტრუქტურა ნახა — ბირთვი და ელექტრონები, მას მზის სისტემის სახით დაესიზმრა. ბირთვი მზე იყო, ხოლო მის ირგვლივ მოძრავი პლანეტები – ელექტრონები.


* ფრედერიკ ბანტინგმა (1891-1941 წწ.) სიზმარში ექსპერიმენტი ნახა და მის საფუძველზე, ინსულინი აღმოაჩინა.


* დიდი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი (1887-1920 წწ.) ამტკიცებდა, რომ ყველა აღმოჩენა, რომელიც მან გააკეთა, სიზმარში ნახა. მისი თქმით, სიზმრებში, მას ქალღმერთი ნამაგირი ეცხადებოდა და ფორმულებს უწერდა.


* საბჭოთა ავიაკონსტრუქტორმა ოლეგ ანტონოვმა (1906—1984 წწ.) თვითმფრივანი-გიგანტის An-22 «Antei» კუდის ფორმა სიზმარში ნახა და გაღვიძებისთანავე ფურცელზე გადაიტანა.


* ელიას ჰოუმ (1819-1867 წწ) საკერავი მანქანა 1845 წ. შექმნა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე წვალობდა, ნემსის საშუალებით, მაქოდან მეორე ძაფის ამოყვანის მექანიზმის შექმნაზე. ერთხელ, მას დაესიზმრა, რომ ველური ადამიანების წრეში იდგა, რომლებიც შუბებს იქნევდნენ და მის ირგვლივ ცეკვავდნენ. მან შეამჩნია, რომ მათ შუბებზე, წვეტიანი თავის ქვემოთ, ნახვრეტები იყო გაკეთებული. გაიღვიძა თუ არა, საკერავი მანქანის ნემსის ნახვრეტი ქვემოთ ჩამოსწია და პრობლემაც მოგვარდა.

0
282
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0