x
მეტი
  • 27.07.2017
  • სტატია:67954
  • ვიდეო:320554
  • სურათი:420456
თბილისის არქიტექტურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრში (სასტუმროები)

imageსასტუმრო -„ორიანტი“ (მხატვრის სახლი)არქიტექტორი : ალბერტ ზალცმანი

„ორიანტი“ - ზალცმანის მეორე შენობისგან (ცისფერი გალერეა) განსხვავებით, ორინატი ფსევდორენენსანსულ სტილშია შესრულებული.

ამერიკელი ჟურნალისტი ჯულიან რალფი 1898 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში წერდა: „რუსეთის ქალაქებში სასტუმროები არ ვარგა და შეუძლებელიც არის ვარგოდეს იქ, სადაც მოსახლეობის ყველა ფენა უწესრიგოა და დისციპლინა აკლიათ ან უთანაბროდ აქვთ. ერთადერთი მართლაც შესანიშნავი სასტუმრო, რომელიც ჩემი მოგზაურობის დროს ვნახე, იყო სასტუმრო „ორიანტი“ თბილისში. მას ინახავდა ერთი შვეიცარიელი კაცი და მისი ცოლი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მსახურების შერჩევისას უნდა მორიდებოდნენ რუსებსა და სომხებს - ყველა მათგანი ქართველია“.

image

სასტუმრო „მაჟესტიკი“ 1911 -15 წწ. არქიტექტორი : გაბრიელ ტერ - მიქელოვი

მიქაელ არამინცის დაკვეთი აშენდა დღევანდელი თბილისი მარიოტი, მაშინდელი „მაჟესტიკი“. მაჟესტიკი ს ფრანგული ეტიმოლოგია აქვს და ქართულად ზღაპრულს ნიშნავს. გოლოვინსკის და ბარიატინსკის ქუჩების კვეთაზე როტინოვის სახლი მდგარა, სადაც ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს ატელიე ჰქონდა მოწყობილი. არამიანცმა შენობა შეისყიდა და მაშინდელ ბაქოსა და თბილისში ცნობილ არქიტექტორს გაბრიელ ტერ - მიქელოვს დაუკვეთა. მშენებლობის დაწყებამდე არამიანცმა ტერ-მიქელოვი ევროპაში გააგზავნა, რათა იქაური სასტუმროები ენახა. მაჟესტიკი არამიანცის ფლოტის ერთ-ერთ გემს ერქვა და გადაწყვიტა სასტუმროსათვისაც იგივე სახელი დაერქვა.მაჟესტიკი, იმდროინდელი რუსეთის პრესაში გამქოვეყნებული სტატიების მიხედვით მაჟესტიკი ერთადერთი მომრგვალებულ ფასადიანი შენობა ყოფილა რუსეთის იმპერიაში. მომრგვალებული ფასადის გამო ძვირი ჯდებოდა მშენებლობა და არამიანცმა არქიტექტორს გაიფება მოსთხოვა. ტერ-მიქელოვმა უარი თქვა, სასამრთლოში იჩივლა და მოიგო პროცესი. 1916 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მაჟესტიკმა პირველი ადგილი და გრამპრი აიღო მომრგვალებული ფასადის გამო.

imageსასტუმრო „ვეტცელი“ არქიტექტორი : ლეოპოლდ ბილფელდი

„ვეტცელი“ 1897 – 1900 წწ. ვეტცელში იყო რესტორნები, საბილიარდო და თეატრიც კი, სადაც 1906 წელს ოსური დრამატული თეატრი მართავდა წარმოდგენებს.



0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0