x
image
გემი დალანდი
ტესტი ორისთვის,ანუ რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს
image

ეს ტესტი გაჩვენებთ რამდენად კარგად იცნობთ საყვარელ ადამიანს ან საუკეთესო მეგობარს.დაუსვით მას ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები და სთხოვეთ პასუხები გასცეს თქვენს მაგივრად, თქვენ კი, ცალკე, თქვენი პასუხები ჩამოწერეთ.


1.ხანძრის დროს პირველ რიგში გადავარჩენ...

2.მძიმე დღის შემდეგ ჩემთვის მოდუნების საუკეთესო გზაა...


3.რომელი ქვეყნის ნახვა მინდა?

4.ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი...

5.რა დრო მჭირდება, რომ გავიღვიძო?

6.რის მეშინია ყველაზე მეტად?

7.რომელი საჭმელი არ მიყვარს?

8.ვოცნებობ თუ არა სამსახურის გამოცვლაზე?

9.რაში დავხარჯავდი მილიონ დოლარს?

10.რომელი ენა მინდა კარგად ვიცოდე?


ახლა შეადარეთ პასუხები და დათვალეთ რამდენი დამთხვევაა:

0-6: ალბათ ნაკლებად ურთიერთობთ და განყენებულ თემებზე საუბრობთ, მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს და ემოციები გაუზიარეთ.

7–14: ერთმანეთისთვის ნამდვილად არ ხართ უცხოები, მსგავსი თამაში-გართობები კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

15-20:გილოცავთ, უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0