x
image
maia
„ფიფქია და მონადირე“-გრიმების ზღაპრის ახალი ეკრანიზაცია
ძმები გრიმების უკვდავი ზღაპრის ახალი ვერსია რეჟისორმა რუპერტ სანდერსმა შემოგვთავაზა. ჯულია რობერტსის შემდეგ ბოროტი ჯადოქრის როლი შარლიზ ტერონმა მოირგო, ფიფქიას როლი კი
კრისტენ სტიუარტმა განასახიერა. მონადირის ახლებურ ვარიანტს კრის ჰემსფორტი ასრულებს.
ფილმი მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა გახლავთ... მიუწვდომელ ციხე-სიმაგრეში მცხოვრები დედოფლის სარკეს არაფერი გამოეპარება ქვეყნად. შავი ღრუბლები იქუფრება ფიფქიას თავზე. დედოფალი მონადირეს აგზავნის მეტოქის გულის მოსატანად.. თუმცა მოვლენები
ჩანაფიქრისგან განსხვავებულად ვითარდება. ფიფქიათი მონუსხული მონადირე მისი მოკავშირე ხდება. დედოფალს და ფიფქიას წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ. მხოლოდ ერთი იქნება მმართველი......

ფილმის მსოფლიო პრემიერა მაისში ლონდონში გაიმართა. ამერიკულ კინოგაქირავებაში კი ფილმმა უკვე მოიტანა მაღალი შემოსავალი.

image

image


image

image

image

image
image









3
298
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
298
  
2012, 5 ივლისი, 14:59
Kristen Stewart მიყვარს ესეც მაგარი ფილმია მაგრაამ ..... ბინდი ჯობიაა მილიარდჯერ
2012, 19 ივნისი, 18:38
+1ც ჩემგან:D
0 1 3