x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508831
5 საიდუმლო ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად

imageკარგად ვიცით, ახალდაბადებული ბავშვის კანი ნაზია, მაგრამ წლებთან ერთად კანი შრება და დანაოჭებული ხდება, რაც ბუნებრივი პროცესია.არსებობს სახის კანის მოვლის უამრავი ხერხი და საშუალება, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეაჩერებს მართალია დაბერების პროცესს, მაგრამ დამერწმუნეთ 5 საიდუმლო კანის მოვლისა ძალიან ეფექტურ შედეგს მოგცემთ.

ა) აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა ყოველდღიურად:

ბ) სისტემატიური ვარჯიში თუნდაც 5წთ:

გ) ნორმალური კვება (ძირითადად ბოსტნეულის მენიუ):

დ) ჯანსაღი ძილი:

ე) კოსმეტიკური მოვლა.

ზემოთ აღნიშნული რიტუალების დაცვა დაგეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი, რისთვისაც გთავაზობთ ყველაზე მარტივ კანის მოვლის პროცედურებს.image

1)სტაფილოს და ხაჭოს ნიღაბი: ავიღოთ 1ჩ/კოვზი ხაჭო და 2 ჩ/კოვზი სტაფილოს წვენი, კარგად ავურიოთ და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15 წთ.ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.ეს პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა გავაკეთოთ.

არსებობს მარტო სტაფილოს უმარტივესი ნიღაბი, რომლის დახმარებით შესაძლებელია სახიდან მოვიშოროთ მკვდარი კანი და გავათავისუფლოთ ფორებისაგან.

მოვხარშოთ 3 ცალი სტაფილო და დავჭყლიტოთ, დავუმატოთ 50 გრამი წყალი და წავისვათ სახეზე.გავიჩეროთ 10 წთ და ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. image

როგორც ცნობილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, პომიდვრის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახიდან შავი ფორების მოშორებისა და გაწმენდისათვის.საჭიროა ერთი ცალი პომიდორი, რომელიც უნდა ჩავჭყლიტოთ და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15-20 წთ და შემდეგ ნელ-თბილი წყლით ჩამოვიბანოთ სახე.საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსს ეფექტს არც ერთი ცოცხალი პროდუქტი არ გვაძლევს.imageაუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პროცედურის ჩატარების დროს განსაკუთრებული სინაზით უნდა მოვექცეთ თვალის მიდამოებს.კატეგორიულად აკრძალულია თვალების გარშემო ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებს შეხება.კარგი იქნება აგრეთვე ყოველ დილით სახე დავიბანოთ ძალიან ცივი წყლით, რაც არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. imageარც ისეთი მარტივია სახის კანის მოვლა ყოველდღიურად.ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენი შრომა უქმად არ ჩაივლის და მუდამ შევინარჩუნებთ სწორ, უნაოჭო, ახალგაზრდულ სახეს, რომელიც ნამდვილად ღირს გარჯ

ად.

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0