x
image
გემი დალანდი
3 მიზეზი,თუ რატომ არ უნდა შეიშროთ ტანზე სველი საცურაო კოსტიუმი
image

ნელნელა დათბა და ბევრი ჩვენგანი უკვე მოუთმენლად ელის ნანატრ შვებულებას და ზღვის სეზონისთვის გულმოდგინედ ემზადება.ბევრი კი ზაფხულის დადგომამდე ვერ ითმენს და თბილ, საკურორტო ქვეყნებში მიდის ზღვაზე დასასვენებლად.

სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ ერთი და უმთავრესი წესი:არასოდეს არ შეიშროთ ტანზე სველი საცურაო კოსტიუმი.გამოიცვალეთ მაშინვე, და აი რატომ:


1.იდეალური კომბინაციაა ბაქტერიებისთვის


ზღვის წყალი უამრავ ბაქტერიებს შეიცავს. თავს ნუ ინუგეშებთ იმით, რომ მლაშე წყალში ბაქტერიები ვერ ცოცხლობენ, ეს ბებიების ზღაპარია. თქვენ შესაძლოა ბაქტერიული ვაგინიტი ან საშარდე გზების დაავადება “აიკიდოთ".

ინფექციის ნიშნები:საშოდან გამონადენის ცვლილება-უსიამოვნო სუნი, მონაცრისფრო შეფერილობა, ქავილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წვა შარდვის დროს, შარდის მუქი შეფერილობა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომების არსებობისას.

image



2. ხელსაყრელი გარემო სოკოვანი ინფექციებისთვის

თბილი და ნოტიო გარემო სწორედ რომ ხელსაყრელია სოკოსთვის. ასეთ გარემოდ კი შესაძლოა სწორედ თქვენი სველი საცურაო კოსტიუმი იქცეს.

სოკოვანი ინფექციის ნიშნებია:

ძლიერი ქავილი, ხაჭოსებრი გამონადენი.

მიმართეთ ექიმს, რომ შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.


3. გამონაყარი თანმხლები ქავილით

არსებობს სოკოს ტიპი, რომელიც გენიტალიებზე და ბარძაყების შიდა მხარეს ვრცელდება. მტანჯველი ქავილი და წითელი გამონაყარი ნამდვილად არ გაგატარებინებთ შვებულებას მხიარულად.

ეს რომ არ მოხდეს, აუცილებლად გაიმშრალეთ ბანაობის შემდეგ და მშრალი საცვლები ჩაიცვით.

რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება ყველა ქალს ემუქრება, მაგრამ თუ თქვენი იმუნიტეტი დასუსტებულია, დიაბეტი გაქვთ ან გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს იღებთ, ინფიცირების შანსი მეტია, ამიტომ დაიზღვიეთ თავი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0