x
image
ციცი
"ანა დედისგანაც და ქმრისგანაც ძალადობის მსხვერპლი იყო და ის ამ ძალადობას გაექცა!" "ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი დაპატიმრებულია!"

image


ულამაზესი ქართველი ქალი და დედა ანკა ლომაშვილი-მოძალადე ქმრის მსხვერპლია. ანკა ფონდ "ერთიანობის" ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი 2017 წლის 17 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე კი ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. თუმცა მიუხედავად ძალადობის კვალისა, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავდა.
25 წლის ანკა ლომაშვილი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სახლში ამ დროს მეუღლე და მისი 4 წლის შვილიც იმყოფებოდა.
"სოლიდარობის სახლი" სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოძალადის დედა საკუთარი შვილის გამართლებას მაინც ცდილობს:
"ანა გაწირა დედამ და ქმარმა!
ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი დაპატიმრებულია!
მიუხედავდ იმისა, რომ უმძიმეს გარემოებებში უწევდა ანას ცხოვრება, მაინც ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას და ამისათვის ყველა გზას მიმართავდა. თუმცა, ქმრისგან, გიგი კორძახიასაგან მაინც გრძელდებოდა ძალადობა, მოკვლით მუქარა... ქმარს გაშორებული, სხვასთან ცხოვრობდა. შვილზე მოამაგე დედა, მაინც ცდილობდა მამა-შვილის სიყვარული არ დაერღვია. პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ოჯახის სიწმინდეს.
გუშინ, ჩვენს გვერდზე ფსევდონიმით შემოვიდა ქალბატონი, სავარაუდოდ ანას ქმრის დედა, რომელიც ამართლებს შვილს. ამართლებს, როდესაც გიგი კორძახიას ძალადობის შესაჩერებლად რამდენჯერმე იქნა გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოები. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ გიგი კორძახიას წინააღმდეგ და ანა ლომაშვილის დასაცავად, სასამართლოს მიერ არაერთხელ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ანა ლომაშვილს სიკვდილამდე მიღებული აქვს დაზიანებები, ანუ ნაწამებია. ამართლებს იმის მიუხედავად, რომ ანა ლომაშვილი ჯაჭვით იქნა ჩამოხრჩვალი მოძალადის სახლში... ამართლებს და მის სიკვდილში სხვას ადანაშაულებს... ანა ცხოვრობდა ნათლიასთან არასასურველ გარემოში და ასე შემდეგ...
სიმართლე კი ეს არის:
ანა დედისგანაც და ქმრისგანაც ძალადობის მსხვერპლი იყო და ის ამ ძალადობას გაექცა! იმიტომაც ცხოვრობდა ნათლიასთან. თუ ნათლიასთან ცუდ პირობებსა და გარემოებებში ცხოვრობდა, სად იყო ან დედა და ან ქმარი? თუ ანკამ ეს ცუდი პირობები და გარემოებები არჩია, ესე იგი ქმართან და დედასთან რა უკიდურესობა ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენი სულაც არ აირს!..
ანა გაწირა დედამ და ქმარმა!"

image



"ანას საქმეზე ცდილობენ დამნაშავისა და კვალის დაფარვას. მოწმეები მალე სიმართლეს აღიარებენ და სიმართლეც გამოაშკარავდება!
ანა გაწირეს, უპატრონო ეგონათ. მისი ცემა და დამცირება რამდენჯერ შერჩათ. ახლაც ეგონათ ანას წამებასაც შევიტყაპუნებთო...
სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოხერხდა დამნაშავის განეიტრალება და ანას უფლებების პრევენცია, მაგრამ ახლა...
იცოდეთ, ანას საზოგადოება და კანონი იცავს!
ყველაზე დიდი მსაჯული, დედამიწაზე ანას შვილი და ზეცაში ღმერთია!"image

image

imageimageimage

image

0
558
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0