x
image
ცუდი ბავშვი
უცნაური ამბავი წყლის ქალღმერთზე

image




ერთ დღეს წავედი სულ პირველად ტბაზე სათევზაოდ და თევზაობამ ისე გამიტაცა დაღამებამდე იქ შემოვრჩი, ჩემს გარდა ყველა სახლებში წავიდა, მე კი სახლში წასვლა აღარ მინდოდა და გადავწყვიტე იქ დავრჩენილიყავი რამოდენიმე საათით, ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა, ტბაც ძალიან მშვიდი იყო, სავსე მთვარე იქაურობას ისე ანათებდა ტბის ფსკერზე კენჭებს და მოუსვენარ თევზებს ვხედავდი. ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა დროის შეგრძნება დამაკარგვინა. როდესაც საათს დავხედე ექვსი საათი იყო, უკვე გათენებას იწყებდა და ამ დროს უცნაური ნისლი ჩამოწვა, ისეთი სქელი ნისლი დადგა ჩემს თავს ძლივს ვხედავდი. ავდექი და ანკესი დავკეცე სახლში მინდოდა წასვლა მაგრამ რომ ვერაფერს ვხედავდი გადავწყვიტე დამეცადა მზის ამოსვლამდე. გავიდა რამოდენიმე წუთი და ნისლმა ნელნელა დაიწყო გაფანტვა, სწორედ ამ დროს შემომესმა უცნაური ნაბიჯების ხმა, თითქოს წყალზე ვიღაც დადიოდა, ტბის ზედაპირს გავხედე და რაღაც დავინახე, ნისლი იფანტებოდა და გამოსახულებას ნელნელა უფრო გარკვევით ვხედავდი, და როდესაც ნისლი სრულიად გაიფანტა ტბის ზედაპირზე თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი დავინახე, რომელსაც თეთრი გრძელი მშვენიერი თმა ჰქონდა, ის ცეკვავდა და წყალზე ისე მსუბუქად მოძრაობდა როგორც ბუმბული, მის ირგვლივ წყლის წვეთები ლივლივებდა ჰაერში და ამ მშვენიერ არსებას თან დაჰყვებოდნენ საითაც წავიდოდა, თვალები მოვისრისე მეგონა მეჩვენებოდა მაგრამ ის ისევ იქ იყო და ისე მშვენივრად ცეკვავდა რომ მომაჯადოვა. ხმა არ ამომიღია გავირინდე და თვალი ვადევნე მის ცეკვას, მოულოდნელად ცეკვა შეწყვიტა ჩემსკენ გამოიხედა და შევნიშნე რომ მას ძალიან შეეშინდა ჩემი, იმ წამს წყლის სიღრმეში ჩაიძირა და გაუჩინარდა. მივხდი რომ ჩემი იქ ყოფნა მისთვის მოულოდნელი იყო. მას შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩავუსაფრდი რომ კიდევ ერთხელ მენახა მაგრამ იმ დღის მერე ვეღარასოდეს ვნახე. ვფიქრობ ეს ნამდვილად წყლის ქალღმერთი იყო.


image

0
58
7-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0