x
image
დათო შაროვი
ავოკადო, ხილი რომელიც ახალგაზრდობას შეგვინარჩუნებს!
image


ავოკადოს ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის ხილს უწოდებენ. მისი ნაყოფი ძალიან ნოყიერი, დიეტური და სამკურნალოა. იგი იზრდება თბილ ქვეყნებში. ავოკადოს ხშირად იყენებენ მექსიკურ და სამხრეთ ამერიკულ სამზარეულოში, ხოლო ბრაზილიაში მისგან ნაყინსაც ამზადებენ. ავოკადოს გაშენება შეიძლება სხვადასხვა ტი-

პის ნიადაგზე. ის კარგად ეგუება კირიან ნიადაგსაც, ვერ იტანს ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, ზედმეტად გამომშრალ ნიადაგზე სუსტად ვითა-

რდება. კარგია ღრმა და ნოყიერი ნიადაგი. ავოკადოს თხელი კანი აქვს . მისი ნაყოფის რბილობი თეთრი ან მოყვითელოა და დარბილების შემდეგ უმად იჭმევა. ნაყოფს დარ-


გვიდან 4-5 წლის შემდეგ ისხავს. მისი ნაყოფი, თესლი და ქერქი 20-ზე მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. იგი საკმაოდ ად-

ვილად მოსანელებელია, შეიცავს შაქრის ძალიან მცირე რაოდენობას და სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას ორჯერ აჭარბებს. თუ ყოველდღე ერთ ცალ ავოკადოს მიიღებთ, ორგა-

ნიზმში ქოლესტრინის დონე საგრძნობლად დაიწევს. იგი ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ავოკადოს გამოყენება ძალიან ეფექტურია კანისთვის. ის მდიდარია ვიტამინებით. კანს - ატენიანებს, უფრო გლუვსა და ნაზს ხდის. მისი ზე-

თი ეფექტურია დაბერების პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ავოკადოს ზეთი შე-

სანიშნავი საშუალებაა სახის ნაზი კანის დასატენიანებლად. სახის კანზე მისი ზეთის წასმა ბამბით ან ძალიან სუფთა ხელით შეიძლება.მისი გამოყენება დღისითაც შესაძლე-

ბელია, მაგრამ სასურველია, თუ ამ პროცედურას ღამით ჩაატარებთ. ის ასევე დადები-

თად მოქმედებს თმაზე: აუმჯობესებთ თმის ღერების სტრუქტურას, აძლიერებს მას და გაყოფისგან იცავს ბოლოებს. და ბოლოს ავოკადოს გაზრდა სახლის პირობებშიც შესაძ-

ლებელია.


თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!



































0
188
10-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0