x
image
ფიქრია ჯიქია
2017 წლის გამოსაშვები საღამოს კაბები

image

მე-12 კლასელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გამოსაშვები საღამოსთვის შეარჩიონ თავისთვის ლამაზი კაბა. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სკოლადამთავრებული გოგონებისთვის. ეს ხომ მათი მომავალი ცხოვრების ათვლის წერტილია. და ყოველი მათგანი ოცნებობს, რომ გახდეს გამოსაშვები საღამოს ვარსკვლავი, დაიჭიროს მისადმი აღტაცებული მრავალი მზერა და იყოს ყურადღების ცენტრში, სწორედ ამიტომ საჭიროა აირჩეს თვალშისაცემი, დაუვიწყარი იმიჯი, რომელიც დაემთხვევა თქვენს სტილს და შეესაბამება მოდურ ტენდეციებს.

როგორი კაბები იქნება ტრენდში 2017 წელს გამოსაშვებ საღამოზე?

გააკეთეთ აქცენტი ბუნებრივ სილამაზეზე და მოკრძალებულობაზე.

2017 წელს სტილისტები გირჩევენ გააკეთოთ აქცენტი არა თქვენს სექსუალურობაზე ან თვალშისაცემ იმიჯზე, არამედ უბრალო, ახალგაზრდულ და ნატურალურ სილამაზეზე. ზნეობრივი სიწმინდე და წესიერება, აი რას უნდა გაუსვათ ხაზი სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის კაბის არჩევის დროს.

image

პირველ ადგილზე დგას მოვლილობა და ელეგანტურობა. მთავარია არ გადააჭარბოთ. უბრალოდ სტილი უნდა იყოს უბრალო და დახვეწილი. თმები დალაგებული აკურატული ვარცხნილობით. არაა საჭირო მბზინავი ლაქის გამოყენება, ხოლო მაკიაჟი უმჯობესია გაიკეთოთ ნატურალურ ფერებში. კაბა აირჩიეთ სხეულის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით, ღირსებებები გამოაჩინეთ, ხოლო ნაკლი დამალეთ.

image

ვისაც უყვარს ღია სამოსის ჩაცმა, უმჯობესია აირჩიოს რაიმე შედარებით თავშეკავებული. მოდის ექსპერტები მოუწოდებენ გოგონებს მიაქციონ ყურადღება საღამოს მოდის სიახლეებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ახალგაზრდა სხეულის გრაციას, მაგრამ ამასთან გამოიყურებიან ძალიან რესპექტაბელურად.

image

კაბა ქვედაბოლო+ტოპი

კაბის ასეთი სტილი შეგიძლიათ ნახოთ მოდის ჟურნალების ფოტოებზე, ტელევიზორში, წითელ ხალიჩაზე. მხოლოდ გოგონებმა +ზომით არ ღირს ჩაიცვათ ასეთი კაბა. კაბა გრძელი ფართო ქვედაბოლოთი გამოიყურება ძალიან თამამად და დახვეწილად, ქალურად და სექსუალურად, მოკლე და ფართო - ახალგაზრდულად.

image

image

image


მაქმანიანი კაბა

მაქმანს აქვს უნარი, ყველაზე უბრალო კაბასაც კი მისცეს დახვეწილი და ელეგანტური შესახედაობა. ასეთი სტილი გამოარჩევს ახალ სკოლადამთავრებული გოგონას ქალურობას. თეთრი მაქმანიანი კაბა ხაზს გაუსვამს თვქენს უბიწოებას, ახალგაზრდულ გრაციას და იმიჯს მისცემს სიმსუბუქეს და სინაზეს.

image

ზურმუხტისფერ კაბაში თქვენ იქნებით ძვირფასი ქვის მსგავსად მდიდრული. ეს გაჯერებული ტონი დაგეხმარებათ გამოსაშვებ საღამოზე თქვენ იყოთ ყურადღების ცენტრში.

image

ხოლო შავი ფერი, ეს მარადიული კლასიკაა, რომელიც მოუხდება აბსოლიტურად ყველა სხეულს და ტიპაჟს. ამასთან, ეს სამოსი შემდეგშიც შეგეძლებათ გამოიყენოთ როგორც კლასიკური საღამოს კაბა.

image

ყვავილების მოტივები

იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ ნორჩობას და ახალგაზრდობას, დაგეხმარებათ კაბა ყვავილების მოტივებით. ხოლო ნახატი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც აპლიკაცია ან გახდეს კაბის ფონი. აირჩიეთ თქვენი პრინტი ნაზი გვირილებისგან ან მკვეთრი ვარდებისგან, წითელი-მწვანე ან ვარდისფერი შეხამება, ყველაფერი ეს მოდურად და კოლორიტულად გამოჩნდება გამოსაშვებ საღამოზე. კაბაში ყვავილების მოტივებით, თქვენ იქნებით ლამაზი კვირტივით სუფთა და ნათელი.

image

იმიჯი ნაქარგებით

ასეთი კაბები გამოირჩევა არაჩვეულებრივობით და ეფექტურობით. მოცულობითი ნაქარგი - 2017 წლის ერთერთი მოდური ტრენდი. ეს შეიძლება იყოს მცენარეების, ყვავილების, გეომეტრიული ან ეთნიკური ორნამენტები. მისი დახმარებით კაბა გამოიყურება ელეგანტურად და მდიდრულად, ამასთან, თუკი თქვენ გსურთ იყიდოთ გამოსაშვები საღამოსთვის იაფი კაბა, შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერ მოდელი და მორთოთ ის ორიგინალური ხელით ნაქარგით.

image

კაბა ბრჭყვიალებით

გოგონებისთვის, რომლებიც ვარსკვლავებივით გამოიყურებიან, შეიძლება აირჩეს კაბა მბზინავი ფანტელებით. გრძელი მბზინავი კაბა გამოიყურება მდიდრულად, ძველი ჰოლივუდის სტილში, ასე იცვამენ ვარსკვლავები წითელი ხალიჩისთვის. ასეთ სამოსში თქვენ იქნებით საღამოს ვარსკვლავი. ეს იქნება თქვენი დებიუტი, შესანიშნავი სტარტი ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად.

image

თამამი ბრჭყვიალა მინი-კაბა, ფართო ქვედაბოლოთი, ბრეტელების გარეშე, მოუხდება მათ, ვინც მთელი ღამე ცეკვას აპირებს. მასში თქვნ თავს იგრძნობთ კომფორტულად.

image

კლასიკური უბრალოება

ზოგი ოცნებობს მდიდრულ, მბრწყინავ კაბაზე, ხოლო ზოგიერთები ირჩევენ უბრალო მოდელებს. მაგრამ მიუხედავად სამოსის ასეთი უბრალოებისა, ეს იმიჯი თქვენ გადაგაქცევთ სილამაზის იდეალად: ტანადი, აკურატული, დახვეწილი და ელეგანტური, ატლასის ან შიფონის ჩამოსხმული სილუეტის კაბა ნებისმიერი მოდის მიმდევარის გემოვნებაში ჯდება.

image

ზღაპრული კაბა

ყოველ გოგონას წარმოუდგენია მისი თავი ლამაზ მდიდრულ კაბაში. უკვე ეს ოცნებები შეიძლება რეალობაში აიხდინოთ თქვენს გამოსაშვებ საღამოზე. დახვეწილი გამოსაშვები კაბა ისევ ხდება 2017 წლის ტრენდი. სწორედ ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი პრინცესად, თუკი ჩაიცვამთ კაბას კორსეტით და მრავალფენოვანი ქვედაბოლოთი.

image

მოდური ფერები

მსოფლიო სტილისტებმა დაასახელეს 2017 წლის ყველაზე ტრენდული ფერები:

ფირუზისფერი, ყველა მასში შემავალი ტონით ღიადან მუქამდე. ეს ფერი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც არის უნივერსალური, ანუ მოუხდება ნებისმიერ სახის ტიპს.

image

გაჯერებული ლურჯი ფერი. მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, ეს ფერი ყველას შეიძლება არ მოუხდეს. მას უნდა მოერიდოს ძალიან თეთრი კანის გოგონები.

image

ნაცრისფერი. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია, მაშინ შეუხამეთ თქვენს იმიჯს მკვეთრი დეტალები: კონტრასტული ფეხსაცმლი და ჩანთა. ხოლო თუკი ამინდი იქნება მოღრუბლული, ზემოდან შეიძლება მოიცვათ კოლორიტული ქურთუკი, მაგალითად ჟოლოსფერი.

image

მუქი-წითელი ბორდო. ეს ფერი ტრენდში უკვე რამდენიმე სეზონია და თავის „ლიდერის“ პოზიციებს არ თმობს. ის იმიჯს აძლევს სოლიდურობას და სიმკაცრეს, ამიტომ გოგონებმა ის უმჯობესია წითელთან შეხამებაში გამოიყენოთ.

image

შავი და თეთრი ფერები - არასოდეს გადის მოდიდან. ეს ჯადოსნური ჯოხია ნებისმიერი გოგონასათვის, თუკი მათ ძალიან უჭირთ არჩევანის გაკეთება. შავი კაბა ფარავს ზედმეტ მოცულობას და ხაზს უსვამს ღირსებებს, ხოლო თეთრი ფერი სხეულს ეხმარება რამდენიმე კილოგრამის მომატებაში.

image

image

თუკი სადღესასწაულო ვარიანტებიდან თქვენ არაფერი მოგეწონათ, გული არ გაიტეხოთ, რადგან ახალგაზრდები ნებისმიერ სამოსში ლამაზები იქნებით.



0
2171
5-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
2171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0