x
image
carpediem
სტრიპტიზი - ნიჭი, შოუ, თუ გარყვნილება

image

მიუხედავად იმისა რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ, ცეკვის ეს ეგზოტიკური სახეობა მე პირადად ძალიან მომწონს.

მამაკაცების დამოკიდებულება სტრიპტიზის მიმართ მგონი გასაგებია, აბა ვის არ უყვარს მშვენიერი მოცეკვავე ქალების ყურება.

ნიჭიერის ბოლო 2 სეზონში ვიხილეთ 2 ნომერი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ლიზას სტრიპტიზი შესარჩევ ეტაპზე, და ნინო ჯავახიშვილის ნახევარფინალური ცეკვა.


მე ნამდვილად არ ვიცი ვინ თვლის ამას გარყვნილებად, მაგრამ ის სანახაობა რაც მათ შემოგვთავაზეს ჩემთვის ნამდვილად უბრალოდ ლამაზი იყო. გასაგებია გახდის სცენებზე დამოკიდებულება, მაგრამ ეგრედ წოდებული ''ჩაცმული სტრიპტიზი'' ჩემთვის პირადად ძალიან ლამაზი სანახავია. თუმცა ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხშირად იზრდება ეგრედ წოდებულ ''გარყვნილებაში''. მიუხედავად გარკვეული ნომრების ნაკლოვანებებისა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბოძზე დაკიდება ხელების დახმარების გარეშე ყველას არ შეუძლია.


ტრადიცებზე გაზრდილი ქართველების დამოკიდებულება გასაგებია ალბათ.

თქვენი არ ვიცი მაგრამ სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ არის, ეს ნიჭია რომელიც ყველა ქალს არ გააჩნია. ეს არის სანახაობა არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, და შოუ, რომლის ნახვა არა მგონია გულგრილს ვინმეს ტოვებდეს.

მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს შოუს ელემენტებით გაფორმებული ურთულესი ილეთების ყურება, იმედია ამ სტადიიდანაც გამოვალთ მალე


8
597
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
597
  
2012, 16 ივნისი, 12:46
გეთანხმები. პრობლემა არის როგორ გოგოებში, ისევე ბიჭებში. არაქალიშვილი ბოზის სინონიმი ხომ მარტო საქართველოშია და ქალიშვილობა კიდევ პატიოსნების განმსაზღვრელია. გათხოვება ხომ ქალის ერთადერთი ჭეშმარიტი დანიშნულებაა და ამიტომაც ყველას უკვირს როცა იგებენ რომ თურმე არსებობენ გოგოები, რომლებსაც ამ სიტყვის გაგონებას არ უნდათ, უკაცრავად რომ შეიძლება ბევრი სხვა რამე მაინტერესებდეს ამ ცხოვრებაში და არა საჭმელების კეთება და რეცხვა :) რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდათ ქართველ კაცებს არაქალიშვილი გოგოები არის თავმოყვარეობის შელახვის შიში (მათი გაგებით თავმოყვარეობის). მათ ეშინით რომ ქალი წინა პარტნიორს(ებს) შეადარებს და ამითი მისი, როგორ მამაკაცის ღირსება შეილახება (რა მარაზმია), რადგან შეიძლება რომ მისი მამაკაცური პოტენციალი შეადარონ სხვისას. პირადად ჩემთვის, როგორც გოგოსთვის პრობლემაა ის, რომ არასდროს შემხვედრია ადამიანი, ვინც სწორად გაიგებს მეგობარი გოგოს/ბიჭის როლს. ერთი ღამის ქალი და ე.წ "გერლფრენდი" რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა, ეს არავის არ ესმის.. ეს ურთიერთობა ნიშნავს სიყვარულს, ურთიერთგაგებას, გვერდში დგომას, ერთგულებას, მეგობრობას და თავისთავად ფიზიკურ (ისევე როგორც სულიერ) სიახლოვეს.. მაგრამ არა, აქ ყველას ზედაპირულად უნდა ყველაფერი. კიდევ ერთი რამე - არ მჯერა რომ დაიწყებენ ხოლმე კაცები: მე ბოზთან როგორ მივალ და ამ დროს სულ მაგათთან ყრიან, მაგათი ცოლები კიდევ ოჯახის მონებად არიან გადაქცეულები. ეხ, ნეტა თუ რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში ოდესმე.
2012, 13 ივნისი, 15:09
ხელოვნებაცა, ნიჭიცა, შოუცა და გარყვნილებაცააც :)
2012, 13 ივნისი, 12:56
ჩემთვის ეს იყო უდიდესი სილამაზეეეე, ზოგიერთი კი ნუუყურებს მარტო ავხორცულად :))
2012, 13 ივნისი, 10:43
ამდენი პატარა ბავშვია ტელეეკრანებთანაც მაგრამ მაინც უშვებენ :) დანარჩენში გეთანხმები
2012, 13 ივნისი, 10:35
ხოდა სტრიპტიზზე კიდევ ის რომ მას ლამაზი გოგო უნდა ცეკვავდეს სრულყოპილი სხეულით და მას როგორც ესთეტიურ სიამოვნებას როგორც პრელუდიას ისე აღვიქვავს ადამიანის გონება . ჩემთვის იმასაც მნისვნელობა აქ სახეზე როგორ გამოიყურება მოცეკვავე :)
2012, 13 ივნისი, 10:31
ეს არაა ჩვენი პრობლემა :) უფროსწორად მთავარი პრობლემა :) არაფერ გასაკუთრებულს არ აკეთებენ უბრალოდ როცა დარბაზში ადენი პატარა ბავშვია მაინც არასასიამოვნოა . რაც შეეხება ბოზობას . იმას ვიტყოდი რომ ეგ საერტოდ ამაზრზენია თავმოყვარე ნებისყოფის მქონდე კაცი ბოზთან არასდროს არ წავა ,მითუმეტეს შეყვარებულს არ უღალატებს ან ცოლს და მერე ეტყვის მიყვარხარო.ესაა ჩვენი პრობლემა რომ კაცები ამობენ არაქალიშვილი არ მინდა ცოლიო რათ მინდა ბოზიო და თვითონ რო ბოზობენ თან ატჯერ მეტს იმას ვერ ხვდებიან ..და ამდენი წელია ერთი ნორმალური შეყვარებული ,ან მეგობარი გოგო ვერ ვანხე რომელსაც გააგებინებ რომ სექსუალური ურთუერთობა ქორწილამდე ეს ბოზობა კი არა ნორმალური პაქტია ..ეს იმის ბრალიცაა რომ, კაცები არიან დღევანდელ დროში ხამები და არასანდოები საკმარისია გოგოსთან რამე ქონდეს მტელ უბანს საამაყოდ აგებიებს არადა რა არის ამაში განსაკუთრებული ეს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობაა რომელიც მარტო ბოზური ან ცოლქმრული ცხოვრების სტილში გავხადეთ დასაშვები .. და ისეთი გარემო შევქმენით რომ გოგოს ეშინია რომ თუ დაშორდებით და ურთიერთობა ბოლომდე ვერ მივა ვეღარასდროს გათხოვდება ..რაც მიუღებელია და არ უნდა ხდებოდეს შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს და თუ არ დაუშვებ მაშინ დარჩები დაუმწიფებელი ..თავიდან გოგოებს ისეთი ბიწები მოწონთ რომლებიც დედას იგინებიან სიგარეტს პლანს ეწევიან და მთვრალები დაეხეტებიან .. მერე ზოგი იღებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ზოგი ვერა .სექსიც ეგრეა თავიდან უაზრო და ახვირახსნილი გიზიდავს და შემდეგ ერტგული მაგრამ ის პირველი ეტაპი სადხაც ხომ უნდა გაიაროს ადამიანმა . არც იმ კაცების არ მჯერა რომ საუბრობენ ბოზებსჰი რომ ხშირად დადიან და მაგარ სიამოვნებას იღებენ ტყუილია ბოზთან ვერ გექნება სრულყოფილი სექსი ვერასდროს .ამიტომაა დღევანდელი თაობა ფსიქოლოგიურად და სექსუალურად დაუმწიფებელი , იმიტომ რომ არ გადიან არცერთ ამ ეტაპს . მოკლედ ვისაც გაქვთ თქვენი აზრი ან გინდა ამ თემაზე საუაბრი დამიამტეტ და ვისაუბროთ skype: zvio007001
2012, 13 ივნისი, 0:23
ლიზას შენ ტუბეზე ეს კომენტარი დავუტოვე და აქაც იგივეს ვიტყვი:

"ვიცი რომ გამათახსირებთ და სულიერად დამამცირებთ მაგრამ ჩემი აზრით ეგ ნიჭია და არა ბოზობა! ბოზობა ისაა ხიდთან რო დგანან და 20 ლარზე იძლევიან.. ან რავიცი რა მნიშვნელობა აქვს ფასს? ეს ქალი კიდე ცეკვავს... სხვა დროს რას აკეთებს რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია რომ ახლა ცეკვავს : ))"
2012, 12 ივნისი, 21:40
ნუ რასაც სტრიპტიზიორები აკეთებენ, პირადად მათთვის არაფერი განსაკუთრებული არაა, ეს ჩვენთვისაა გასაოცარი და სანახაობრივი. თანაც ასეთი რთული ილეთების შესრულება ძელზე მგონი სტრიპტიზიორის საქმეა და არა ყველა რიგითი ქალის, ასე რომ ყველა რიგითი ქალი ვინც სტრიპტიზიორი ხდება, ნელ-ნელა სწავლობს რთულ ილეთებს. უბრალოდ დიდ ეფექტს ახდენს ხალხზე იმის ნახვა რასაც ისინი იშვიათად ნახულობენ. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის შეძლებს ხალხს ლამაზი სანახობა შესთავაზოს.
0 1 8