x
მეტი
  • 21.09.2017
  • სტატია:69475
  • ვიდეო:322035
  • სურათი:423018
ფსიქოლოგთა რჩევები - როგორ დავიცვათ ჩვენი ფული თაღლითებისგან

image
თაღლითებს ფსიქოლოგიური განათლება არ აქვთ, მაგრამ მშვენივრად შეუძლიათ აზრების ამოკითხვა. უკანასკნელ დროს "
Money Mail" და "This is Money" -ის გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ თაღლითები ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიურ ლეთებს დანაზოგის გამოსაძალად.

ჩვენ ვთხოვეთ პროფესიონალ ფსიქოლოგებს, მოეცათ რჩევები, თუ როგორ დავიცვათ თავი მათგან.

არ წამოეგოთ ცრუ დაპირებებს ეკონომიკის ფსიქოლოგი, პროფესორი სტივენ ლი გვეუბნება, რომ ხალხი ხშირად ეკითხება, არსებობს თუ არა ადამიანების რამე კონკრეტული ტიპი, რომელთაც უფრო ადვილად ატყუებენ? ელოდებიან, რომ მე შევძლებ აღვწერო რომელიმე მათგანი, მაგრამ ისინი ხომ არაფრით განსხვავებულები არ არიან...

ეს ძალიან სახიფათო დამოკიდებულებაა. მოტყუებული შეიძლება აღმოჩნდეს ყველა. სტუდენტი შეიძლება მოატყუო და მიასაღო ყალბი აიპადი, მაგრამ ხანდაზმულები უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგანან, რადგან მათ შეიძლება გამოსტყუონ ფული ინვესტიციისთვის.image

თაღლითები ხშირად ცდილობენ ნდობის მოპოვებას სიმართლის მარცვლის ჩაგდებით, ამბობს პროფესორი ლი. ისინი მოგიყვებიან რეალურ ისტორიებს ადგილობრივი გაზეთებიდან, ფულის კურსის ცვლილებებს და სხვა მსგავს ამბებს.

სხვადასხვა წესებში ცვლილებების შეტანა მათი კიდევ ერთი გასაღებია, რომლითაც ისინი სარგებლობენ. ხშირად ახსენებენ საპენსიო ცვლილებებს, რითაც იტყუებენ მეანაბრეებს. ხშირად გვირეკავენ, რომ ვითომ თქვენი ბანკიდან არიან და გვაფრთხილებენ ანაბარი რისკის ქვეშაა და ცდილობენ ნდობის მოპოვებას.

რა თქმა უნდა არავინ ფიქრობს, რომ მისით შეიძლება ვინმე მანიპულირებდეს, მაგრამ არსებობს ფრაზები, როგორებიცაა: "ასეთი გამოცდილი ინვესტორი", "ეს თქვენ თვითონაც გეცოდინებათ", "დარწმუნებული ვარ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიცია თქვენი და თქვენი შვილების მომავლისათვის" - განკუთვნილია იმისთვის, რომ თავის ჭკუაზე გატაროთ.

ყველა ჩვენგანს ჰყავს "იდეალური მე"-ე.ი. ისეთად წარმოდგენილი თავი, როგორებადაც გვინდა რომ გვხედავდნენ. თაღლითები ზუსტად ამას იყენებენ.

ისინი უკანონო გამყიდველები არიან. მათი მთავარი მიზანია გათქმევინონ სიტყვა "დიახ". გისვამენ რამდენიმე კითხვას, რაზეც ვპასუხობთ დადებითად, მერე კი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი კანონის თანახმად გვიჭირს უარის თქმა. მერე თავს დამნაშავედ ვგრძნობთ რომ რამე არ გავუშვათ ხელიდან.

ხატავენ თავიანთ თავს როგორც იდეალურ შვილს. ხშირად გვიყვებიან ამბებს მშობლებზე, მაგ: "დედაჩემი ზუსტად თქვენსავითაა, მთელი სიცოცხლე მუშაობდა და ზუსტად ასეთი ინვესტიცია განახორციელა".

მოგიყვება, რომ დედამისი შორს ცხოვრობს და ხშირად ვერ ნახულობს, მერე ოსტატურად გამოგკითხავს შენ მშობლებზე და გაიგებს სად ცხოვრობენ. გყვს თუ არა ვინმე, ვინც დაგიცავს და თაღლითურ სქემას ჩაუშლის.

საჭიროა აკონტროლო დრო, რადგან თაღლითები რაც შეიძლება დიდხანს გესაუბრებიან. თუ ფრთხილობთ დიდი ხნის მანძილზე, აუცილებლად ჩაიდენთ რამე იმპულსურს. სამართლის ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხშირად, როცა დაკითხვაზე ჰყავთ ვინმე დიდი ხნის განმავლობაში, ხშირად აღიარებენ დანაშაულს. ასეა აქაც, რაც დიდიხანს გესაუბრება, მით უფრო გიყოლიებს, ამიტომაც ნუ გაუბამთ ხანგძლივ საუბარს თაღლითს.

რადგან დიდიხანს გელაპარაკებათ, გგონიათ, რომ დრო დაგითმოთ და თავს ვალდებულად თვლით სამაგიეროდ რაღაცაზე დათანხმდეთ, არა და პირიქითაა, გახსოვდეთ, - ეს მან წაგართვათ დრო.

თაღლითი ჩქარობს, ის გიმტკიცებთ, რომ გარიგების ბოლო შანსია, რომ აქცია მალე დასრულდება, რომ ამის შესაძლებლობა კვლავ აღარ იქნება.

ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როცა გირეკავთ უცნობი ადამიანი, ნუ მოუსმენთ, დაუკიდეთ ყურმილი.image

მოხდენილობის 9 ხერხი - რატომ არ სუქდებიან ფრანგები


როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია


ექიმები გაოცდნენ, უბრალო საშუალება და ნაოჭები, შავი წერტილები, მუწუკები ქრება

1
167
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
167
  
26 აპრილი, 3:22
მაგარია
0 1 1