x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტში უსაფრთხო ადგილი? ეს ყველამ უნდა იცოდეთ!
ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ მგზავრობის დროს მთავარი კომფორტია, თუმცა ეს ასე არ არის. არასოდეს დაივიწყოთ უსაფრთხოებაზე ფიქრი, მითუმეტეს როცა ყველა სახის ტრანსპორტში არსებობს ის ადგილები, რომლებიც ავარიის შედეგად მაქსიმალურად დაიყვანს თქვენს უბედურ შემთხვევას.


მოდით ერთად გადავხედოთ სტატიას, თუ რომელი ადგილებია უფრო უსაფრთხო ავტომობილში, ავტობუსში, სამარშუტო ტაქსში, მატარებელში, გემსა და თვითმფრინავში, რომელთა ცოდნა აგარიდებთ მოულოდნელ დაშავებას თუ სიკვდილს მგზავრობის დროს.




1. ავტომობილი.image

ყველაზე უსაფრთხო ადგილი: ავტომობილში ყველაზე უსაფრთხო ადგილია მძღოლის უკან და უკან ცენტრში, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ეს ადგილები ყველაზე ნაკლებად შავდება.



საფრთხის შემცველი ადგილი: საფრთხის ყველაზე შემცველ ადგილად ითვლება წინ, მძღოლის გვერდით, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი მოქმედებს რეფლექსებით, ცდილობს თვითგადარჩენის ინსტიქტით ავტომობილი მოაბრუნოს, რაც საფრთხეს უქმნის გვერდით მჯდომს.





2. სამარშუტო ტაქსი.image
ყველაზე უსაფრთხო ადგილი: სამარშუტო ტაქსში თუ მოძრაობის საპირისპიროდ დაჯდებით, ეს თავიდან აგარიდებთ მოულოდნელი შეჯახებისა თუ მუხრუჭის დროს თავის დარტყმას და დარტყმის შედეგად გამოწვეულ ტრავმასა თუ სიკვდილს.


საფრთხის შემცველი ადგილი: სამარშუტო ტაქსში საფრთხის შემცველია კარებთან, ფანჯრებთან და მძღოლის გვერდით ჯდომა.





3. ავტობუსი.image


ყველაზე უსაფრთხო ადგილი: ავტობუსში ბევრი უსაფრთო ადგილია, ფაქტობრივად მთელი მარჯვენა მხარე და შუა ადგილები უსაფრთხოდ ითვლება, რადგან საპირისპიროდ მოძრავი ტრანსპორტისგან ისინი მოშორებითაა.


საფრთხის შემცველი ადგილი: რაც შეეხება საფრთხის შემცველს, მძღოლის გვერდით, მარცხნივ ფანჯრებთან და უკანა ადგილები– ყველა საფრთხის შემცველია.





4. მატარებელი.image

ყველაზე უსაფრთხო ადგილი: მატარებელში ძირითადად ცენტრში მყოფი ვაგონებია უსაფრთხო, დაახლოებით მე–5 და მე–6, რადგან შეჯახების თუ სხვა ფაქტორების გავლენით ძირითადად ზიანდება ან რელსებიდან გადადის პირველი და ბოლო ვაგონი.


საფრთხის შემცველი ადგილი: ყველაზე საფრთხის შემცველია პირველი და ბოლო ვაგონები, ასევე მოძრაობის საპირისპიროდ ჯდომა.





5. გემი.image
ყველაზე უსაფრთხო ადგილი: გემზე ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება გემბანი და კაბინა, რადგან ისინი გემის ყველაზე ზედა მხარეს მდებარეობს, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად მოახდინოთ რეაგირება და გადაჯდეთ სათადარიგო ნავში.


საფრთხის შემცველი ადგილი: გემის ქვედა სართულზე ყოფნა საშიშია, რადგან უბედური შემთხვევის დროს ის წყლით ადვილად და მალე ივსება და გემბანზე ამოსვლა შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს.





6. თვითმფრინავი.image

ყველაზე უსაფრთხო ადგილი: ექსპერტები ამ დრომდე ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, თუ რომელი ადგილებია ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავში, თუმცა მაინც გვაფრთხილებენ, რომ კუდი ნაკლებად საშიშია, ვიდრე წინა რიგები.


საფრთხის შემცველი ადგილი: უსაფრთხოებისთვის მთავარია არ დაგვემართოს პარანოია, დავიცვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის წესები, რაც ავარიის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს.





P.S. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ მუდამ!




იხილეთ აგრეთვე:


როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდით

როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდა

როგორ მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდა სახლში?

როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?



1
659
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
659
  
2017, 25 აპრილი, 14:23
არა და საერთაშორისო სტატისტიკით მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე უსაფრთხო უკანა უკიდურესად მარჯვენა ადგილია. :)
პ.ს
ს აუბარია მარცხენა საჭიან მანქანებზე...
0 1 1