x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ნიკა ქავთარაძე: "მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი! ფრთხილად იყავით! "

imageნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში თმის გადანერგვის ოპერაციის შედეგს აქვეყნებს. როგორც იგი აღნიშნავს, სამი ოპერაცია გაიკეთა და თავზე თმის ნაცვლად მხოლოდ ნაიარევი აქვს. "ეს როგორ არ მოგიყვეთ ორი ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ, გავიდა
საკმარისი დრო თმების ამოსასვლელად. მაგრამ ძალიან საშიშად და საეჭვოდ
მიდიოდა პროცესები. მივედი კლინიკაში და ვეუბნები, რა ვქნათ, მირჩიეთ
როგორ მოვიქცე, საშინელებას ვგავარ, თქვენ გენდობით, როგორმე მიმიყვანეთ
ისეთ მდგომარეობამდე, რომ გარეთ გასვლის არ მცხვენოდესთქო.და რა შემომთავაზეს იცით?! - მოდი თმებს დაგახატავთ თავზეო(!!!) თმების ტატუს გაგიკეთებ და ხალხს ეგონება, რომ გაქვს თმებიო.
P.S. საკუთარ იმიჯზე ნერვიულობდნენ, თორე მე სულ ფეხებზე ვეკიდე"image


მისი თქმით, იურისტებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ სხვა ადამიანებიც არ დაზარალდნენ: "ამ ფოტოებზე ჩანს ჩემი "თმის გადანერგვის" ოპერაციების(3) შედეგი .
თუ არ ვიჭრი/ვიპარსავ მაქსიმუმ იმდენი თმა მაქვს, რასაც მარცხენა ორ ფოტოზე ხედავთ.
და რაც მთავარია, ამ ოპერაციის გამო ასე დამიმახინჯდა თავი - რამხელა დაღი მაქვს.
დიდი ბოდიში, არც თუ ისე კარგი სანახაობისთვის.
მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი! ფრთხილად იყავით! მე და ჩემი იურისტი მეგობრები ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამბავი ასე არ დავტოვოთ!"image

0
803
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0