x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სიცოცხლე ზღაპრულ ქვეყანაში

სოციალურ ქსელზე იყო მიჯაჭვული ჩვენი - პაკო. ჩა"თ"აობა - მისი მოწოდება და უდიდესი ჰობი იყო. ის, ამ დროს სელფის გადაღებასა და დაჩეკინებასაც ივიწყებდა, იმდენად ინტენსიურად ჩართული ხდებოდა შემოქმედებით საქმეში.

მისი გენიალური მესიჯები და წერილები უამრავ მის მეგობარს დასკრინული ჰქონდა შენახული. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ზოგჯერ გვერდებზეც აქვეყნებდნენ და კომენტარების ტალღა ატყდებოდა თავს ნებისმიერ მის მზგავს ნამუშევარს.

მას ყავდა შეყვარებული "...ნჩო".(უკაცრავად, სახელის პირველი ბგერები დამავიწყდა, თუ ამერია ვერ ვხვდები. თუმცა დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია ამას, რადგან ხშირად იცვლიდა ჩვენი პაკო გოგოებს, თუმცა ყველა ერთმანეთს ხასიათით გავდა და ყველას სახელი "ნჩო-ზე" მთავრდებოდა).

"...ნჩო"-ს სელფების და დაჩეკინების კონკურსის ლიდერს არჩევდა ჩვენი პაკო. ყოველ ახალ კონკურსზე, ის ყოველ ახალ კონკურსის ლიდერთან იყო და ასე ავსებდნენ ისინი ქსელში შექმნილ სიცარიელეს. "...ნჩო"-ს მოშიშვლებული სხეულის ფოტოს ესეოდა მოწონებები. მისი ფოტო იმდენად შეიცავდა კაცის მიმართ შიმშილის გრძნობას, რომ მამამისიც, ვერ ცნობდა ისე ულაიკებდა ფოტოებს. ხოლო, როდესაც ჩათში დააპირებდა მიწერას, მაშინ აფიქსირებდა, რომ ის მისი შვილია.

ასე ბედნიერად ცხოვრობდნენ, ისინი გაბრწყინებულ საქართველოში. მადლობა შემოქმედს, როგორც იქნა ღმერთსაც გავახსენდით, ამიტომ გვიმრავლა პაკოები და "...ნჩო"-ები.

ქვეყანა საქართველო, რომელიც ადრე არსებობდა, ასე უბრალოდ ლიბერალიზმის მცირე შოემოტევისთანავე გაქრა. დღეს ქვეყანას, რომელიც მის ადგილას არსებობს - "ლიბერ-იბერია" ჰქვია. აქიდან, რომ დაახვიეს - გლეხებმა, ღარიბებმა, მუშებმა, მასწავლებლებმა, ქალაქში ჩამოთრეულებმა, არაკარენოებმა, მორცხვებმა, ჯენლტმენებმა, მკაცრმა და ტუსოვკების მტერმა მშობლებმა, მშვიდმა ხალხმა ზუსტად, მაშინ - "იბერია გაბრწყინდა". ისინი უშლიდნენ ხელს იბერიის გაბრწყინებას. ახლა მაღები საზოგადოება ცხოვრობს ახალ ქვეყანაში - აფრიკის და აზიის უდიდესი ფულის ტომარა დელეგაციები. ხალხი, რომელიც ნატოს და ევროკავშირს, რუსეთს და ჩინეთს უყვარს. ეს ძველი ხალხი ქართველების, რომ ეძახდნენ, თურმე სულ გათხვრილები იყვნენ მუშაობისგან. უშნოები, რადგან რცხვენოდათ სხეულის გამოჩენის. ტუსოვკებზე არ დადიოდნენ. ფართებზე და სუფრებზე თავს იკავებდნენ. წარმოგიდგენიათ დიეტები არ სჭირდებოდათ, არც ფიტნეს კლუბში ვარჯიში?!

თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანებს ერთმანეთი გარეგნული სილამაზის გარეშე იზიდავდა. ასეთი გაურკვეველი მიზიდელობა, თანამედროვე ახალ ქვეყანაში მიუღებელია. თუ საყვარელ ადამიანს არ უთხარი ყოველ წუთს, რომ გიყვარს და ყველას თანდასტრებით არ შეგიძლია ეზასაო, ეს არაა სიყვარული. წარმოუდგენელია გიყვარდეს ვინმე და არ იცოდე, რატომ გიყვარს? ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რა იზიდავს და რის გამო არის ის პარტნიორთან. სუსტი, ცვალებადი და უხასიათო მეორე ნახევარი ვის რაში სჭირდება?! ახალ ქვეყანაში ყველას, თუ ვერ დაუმტკიცე შენი გრძნოები, მაშინ არაფრის ღირს არ ყოფილხარ! რომანტიკა აქ ყველაფერშია!
ახალი ქვეყანა ამერიკას და ევროპას უყვარს, რუსეთსაც ჭკუა ეკეტება. ყველა ტკბება არსებობით და ვნების თავისუფლებით. ამ ქვეყნის მოქალაქეები ყველას უყვარს, ამის საუკეთესო მაგალითი მათი აქაუნთებია.
კომენტარი იქა, ლაიკი აქა. დასინვა იქა, დაჩექინება აქა!image

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:გოგადაო
გოგადაო
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0