x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მილიონერი მომავლიდან", თუ თაღლითი?

2002 წლის დეკემბერში, FBI-ის აგენტებმა ნიუ-იორკში, თაღლითობაში ეჭვმიტანილი, 44 წლის მამაკაცი დააკავეს. ეჭვის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ბირჟაზე თამაშობდა და ამასთან, შიდა ინფორმაციით სარგებლობდა, ანუ შესული იყო დანაშაულებრივი გარიგებაში, აქციებით მოვაჭრე კომპანიების მენეჯერებთან, რომლებიც მას კომერციულ ინფორმაციას აწვდიდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, მას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.


image


ეჭვმიტანილის «საწყისი კაპიტალი», სულ რაღაც, 800 დოლარი იყო... და მან 2 კვირაში, 126 გარიგებით, 350 მილიონი გამოიმუშავა. სწორედ ამან გამოიწვია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის კომისიის (SEC) ეჭვი.
დაკავებული ენდრიუ კარლსინი (Andrew Carlssin) აღმოჩნდა. მან ყოველგვარი დანაშაულებრივი კავშირების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ მარტო მუშაობდა. ხოლო ინფორმაციას, მომავლიდან იღებდა. საიდანაც, ფაქტობრივად, დროის მანქანით, ჩამოვიდა ჩვენთან. ენდრიუს თქმით, მან მოგზაურობა 2256 წ. დაიწყო.
ასეთია "მილიონერის მომავლიდან" მოკლე ისტორია, რომელიც მედიაში 2003 წლის შუა პერიოდში გავრცელდა. მის შესახებ Weekly World News (WWN) წერდა. ამის შემდეგ, ინფორმაცია Yahoo–ს ახალი ამბების პორტალზე მოხვდა და უკვე იქიდან, – სოციალური ქსელით, უკონტროლოდ გავრცელდა... "საქმე" იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ვისაც ეხებოდა და არ ეხებოდა, ყველამ ძიება დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ პიროვნება, ამ სახელით და გვარით, 2002 წლამდე, არსად იყო დაფიქსირებული. გარდა ამისა, როგორც ფინანსისტები ამბობდნენ, კომპანიების შიდა ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ამხელა თანხის გამომუშავება, ასეთ მცირე დროში, ნამდვილად არარეალური იყო.
ვიღაცამ, დაკავებულს, მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაუხადა... და რა თქმა უნდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამაკაცი გაქრა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Weekly World News საიტზე, ენდრიუ კარლსინის შესახებ ინფორმაცია გაქრა და ის არც Yahoo News–ზე იძებნება. ინფორმაცია მხოლოდ სტატიის ასლებზე დარჩა, რაც რეალურად, საშიშ ეჭვებს ბადებს...


image

სხვა სიახლეები:


* ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა, ახლა ბოსელზე გადის

* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* 10 ისტორიული ფოტო, რომელიც დღეს ძალიან უცნაურად გამოიყურება

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
173
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
173
  
25 იანვარი, 22:23
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1