x
გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
image
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი 29 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით
გამოფენას მასპინძლობს, სადაც “ FREE
ART STUDIO“-ში შექმნილი სხვადასხვა ასაკის მოყვარულ მხატვართა ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელთა
შეძენაც გამოფენაზე მისულ სტუმრებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ.


როგორც ცნობილია, “ FREE ART STUDIO ‘’ -ს დამფუძნებელი
ლანა დოლიძე გახლავთ.

საგამოფენო სივრცეში “ FREE
ART STUDIO“-ს მოყვარულ მხატვრების გარდა წარმოდგენილია „მზის შვილების“ ნახატები, რომლებიც პატარებმა 21 მარტს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, “ FREE ART STUDIO“-ში სტუმრობისას შექმნეს.

გავრცელებული ცნობით, „მზის შვილების“ ნახატების გამოფენის ინიციატივა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლს, თათია დოლიძეს ეკუთვნის, რომელიც თავად ესწრებოდა გამოფენის გახსნას.

გამოფენაში ასევე მონაწილეობს დაუნის სინდრომის მქონე, ნიჭიერი მხატვარი ლექსო ფოდიაშვილი.


აღნიშნული ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 29 მარტს 19 საათზე გაიხსნა და მას მუსიკალურად
აფორმებდა მევიოლინე მარიამ მამადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე მოსული სტუმრები, ნიჭიერი ახალგაზრდების
მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.image

image

image

image


image

image

image

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ალავიძე
სალომე ალავიძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0