x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
საინტერესო ფაქტები «შავი» პარასკევის შესახებ

image
უძველესი დროიდან პარასკევს, რომელსაც კალენდრის მიხედვით, 13 რიცხვი ემთხვევა, «შავს» ეძახიან. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ დღეს, კუდიანები, ჯადოქრები და მათნაირები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დათქმულ ადგილზე, ე. წ. «ღამის შაბაშზე» იკრიბებიან, მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ატარებენ, ცეკვავენ და ვაკხანალიას აწყობენ. ადრე, გემები ამ დღეს პორტებიდან არ გადიოდნენ, საქმიანი გარიგებები და ქორწილები სხვა დროისთვის გადაჰქონდათ. და საერთოდ, უბრალო მოკვდავები, ამ დღეს, სახლიდან არ გადიოდნენ და ერთმანეთს წარსულში, «შავ» პარასკევს მომხდარ საშიშ ისტორიებს უყვებოდნენ.

საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ცრურწმენა «შავი» პარასკევის შესახებ?

ზოგიერთები ამის საფუძველს რელიგიაში ეძებენ და ამბობენ, რომ ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს მოხდა, ხოლო საიდუმლო სერობაზე, იუდა მე-13 იყოო.
ხოლო, ძველი გერმანული ლეგენდის თანახმად, ვალჰალში ღმერთების ნადიმი პარასკევ დღეს გაიმართა. სუფრასთან, თავდაპირველად, 12 ღმერთი იყო, შემდეგ კიდევ ერთი, ღმერთი ლოკა მივიდა და გარდა იმისა, რომ მათი რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, ლოკა მითოლოგიის მიხედვით, ჩხუბის და დაპირისპირების ღმერთი იყო. შედეგად, ყველასათვის საყვარელი, გაზაფხულის და სინათლის ღმერთი ბალდრი დაიღუპა. ხოლო, პარასკევთან და 13-თან დაკავშირებით, კიდევ ერთი ლეგენდა გაჩნდა.

imageგარდა ამისა, ისტორიიდანაც, შეიძლება იმ მოვლენების გახსენება, რომლებიც პარასკევს, 13 რიცხვში მოხდა:

image

1907 წელს, 7 ანძიანი ამერიკული შხუნა «თომას ლაუსონი», რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი იყო და სახელი წიგნის – «პარასკევი-ცამეტი»-ს ავტორის საპატივცემულოდ ერქვა, სწორედ 13 დეკემბერს, პარასკევს, ღია ზღვაში კატასტროფის შედეგად ჩაიძირა.

image

1940 წ. 13 სექტემბერს, გერმანულმა ბომბდამშენებმა ბაკინგემის სასახლე დაბომბეს.

image

1970 წ. 13 ნოემბერს, სამხრეთ აზიაში მომხდარმა ქარიშხალმა, 300 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

image1972 წ 13 ოქტომბერს — ანდებში, თვითმფრინავმა FH-227 კატასტროფა განიცადა. გადარჩენილები, 72 დღის მანძილზე, სიცოცხლისთვის იბრძვოდნენ და იძულებულები იყვნენ კანიბალები გამხდარიყვნენ.

imageცნობილი ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთში, ათასობით კომპიუტერი დააზიანა, მისი გამოჩენის დღის მიხედვით, «პარასკევი, 13» დაარქვეს.

image2012 წ. 13 იანვარს, პარასკევ დღეს, იტალიის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა საკრუიზო ლაინერმა «Costa Concordia»-მ. ის ჩვეულებრივ, თავისი მარშუტით მიდიოდა, მაგრამ მეტისმეტად ახლოს მივიდა სანაპიროსთან და მეჩეჩზე დაჯდა. გემს კორპუსი დაუზიანდა, გადაიხარა და გადავარდა. მის ბორტზე 4, 2 ათასი ადამიანი იყო. დაიღუპა 32 ადამიანი. კაპიტანმა ფრანჩესკო სკეტინომ, დაკითხვის დროს აღიარა, რომ კურსი ცოტათი განგებ შეცვალა, რომ ნაპირზე მყოფ მეგობარს მისალმებოდა. ის გაასამართლეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

image

2015 წ. 13 ნოემბერს საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი მოხდა. თითქმის ერთდროულად, რადიკალი ისლამისტების ჯგუფის მიერ, რამდენიმე თავდასხმა მოხდა: აფეთქება მოხდა «სტად დე ფრანსის» სტადიონთან. სენ-დენში (პარიზის ცენტრიდან 9 კმ-ის დაშორებით) თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე რესტორანს, თავს დაესხნენ საკონცერტო დარბაზ «ბატაკლანს». ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 130 ადამიანი დაიღუპა, 368 დაიჭრა, მათ შორის, 99-ზე მეტი – სერიოზულად.

imageმედიცინაში პარასკევის და 13-ის შიში ერთ-ერთ ფობიად არის ცნობილი და მას პარასკევიდეკატრიაფობია (ბერძ. παρασκευή (პარასკევი) + δεκατρείς (ცამეტი) ჰქვია. ეს ტერმინი ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა დონალდ დოსმა შემოიღო.

imageთუმცა, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის, მაგ., ბევრი მისტიკოსი ამბობს, რომ 13, მსხვილ ფულად მოგებაში ეხმარება ადამიანებს. ხოლო ლონდონში დღემდე არსებობს «ექსცენტრების კლუბი», რომლის წევრები ყოველი თვის 13 რიცხვში იკრიბებიან, თავშეყრის ადგილზე ქოლგებს შლიან, გატეხილ სარკეებში იხედებიან და ყოველ ნაბიჯზე მარილს ყრიან.

imageP. S. ის რომ 13-ს უბედურება მოაქვს, ცრურწმენაა. მაგრამ, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, აზრი მატერიალურია და თუ ადამიანი ცუდზე იფიქრებს...

image

4
183
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
2017, 28 აპრილი, 14:00
ორშაბათი იყო, თუმცა იმერლების რძალი ვარ და მაგაზეც მეჩხუბებოდა მეუღლის მთელი სანათესაო, ორშაბათი მძიმე დღეა, 13 თარსი რიცხვია, ნუ გააჩენო, თან ხელწერილით შევედი ბლოკში, სანახევროდ ისედაც განწირული ვიყავი ცუდი მდგომარეობა მქონდა, თუმცა არანაირად არ მჯეროდა ამ დღეების და რიცხვების და ყველაფერი ღვთის წყალობით მოლოდინზე უკეთ დასრულდა :))
2017, 28 აპრილი, 13:58
13 მაისს ვარ დაბადებული, მაგრამ რაღაცნაირი შიში მაქვს ამ ციფრის. სულ თვალში მეჩხირება და არ მიყვარს.
2017, 28 აპრილი, 11:32
იმედია, პარასკევი არ იყო :)
2017, 28 აპრილი, 10:38
შეგნებულად გავაჩინე შვილი 13 რიცვში საკეისრო კვეთით (კვეთა მე არ დამიგეგმავს). ჩემთვის ყველაზე ბედნიერი რიცხვია :))
0 1 4