x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ინსულტი (მკურნალობა კარაბადინიდან)
დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.



ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ ისეთ მძიმე პათოლოგიაზე, როგორიცაა ინსულტი, რომელსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს.

image


საჭირო მასალა:


10გ მუმიო image

1, 5 ლ ანადუღარი წყალი

imageმომზადების წესი:

10გ მუმიო გახსენით 1, 5 ლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურამდე შეგრილებულ წყალში, ჩაასხით ეს ხსნარი პლასტიკატის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.



მუმოი ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული უბნების აღდგენას, ნაწიბურის გაწოვას. წამალი უნდა მიიღოთ 21 დღის განმავლობაშითითო ს/კ ორჯერ დღეში-დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე და საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე. 21 დღიანი კურსის შემდეგ შიესვენეთ 5-7 დღე და ისევ განაახლეთ წამლის მიღება 21 დღე. ასე მიიღეთ დაახლოებით 6 თვე.

ამასთანავე, კარგია 5-7 დღიანი შესვენებისას მიიღოთ დინდგელის ნაყენიimage


ექიმის კომენტარი:

image


მუმოი, რომელსაც მთის ბალზამს უწოდებენ, რთული ქიმიური შემადგენლობის წარმონაქმნია, მოიპოვება მსოფლიოს ზოგიერთ მთიან რაიონში, კლდის ნაპრალებში. იგი ორგანული და არაორგანული ნაერთების ნარევია, მოშავო-მოყავისფრო. ხალხურ მედიცინაში იგი აღიარებული სამკურნალო საშუალებაა. აქვს ორგანიზმის დეტოქსიკაციური (შხამებისაგან განმწმენდი), ანტიანთებითი, ბაქტერიოციდული თვისებები, არის ნაღველმდენი, ააქტიურებს იმუნურ და სისხლმბად სისტემებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს და ა.შ. იყენებენ ალერგიის, ასთმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა, სანაღვლე გზებისა და ღვიძის პათოლოგიების, დიაბეტის, რევმატიზმის, რადიკულიტის, ცისტიტის, თირკმელების დაავადებების, პროსტატის, სიმსუქნის, თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებების დროს. თუმცა უნდა გითხრათ:ინსულტი იმდენად სერიოზული პათოლოგიაა, რომ დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის შეუსრულებლობა! ექიმის დანიშნულებასთან ერთად კი შეგიძიათ მიიღოთ ეს უნიკალური საშუალებაც!



გისურვებთ ჯანმრთელობას!


0
542
8-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0