x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლელა კაკულია და უწმიდესი ილია II
image

საქართველოს პირველი პრეზოდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას წარსულს იხსენებს და მაგალითად დავით კვირკველიას პოსტს დებს, სადაც ლელა კაკულიას და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის შეხვედრაა აღწერილი.




ლელა კაკულია ნანული შევარდნაძემ "გაქაჩა". ამ მდაბიო ქალმა დაიწყო სიარული ლელა პლაჟის მკითხავთან და ფეხის ხმას აყოლილმა ეძიკას მინისტრებმა და ბიზნესმენებმაც იწყეს მასთან სტუმრობა. აბა, მოდას ხომ არ ჩამორჩებოდნენ? თან უხვად ასაჩუქრებდენ. ლელაჩკაც იმას ეუბნებოდა, რის მოსმენაც სურდათ...
ილია მეორეც, მამა-მარჩენალის ცოლს ხომ არ გაანაწყენებდა? პრინციპში, ეკლესია ისედაც აქცია მკითხავებისა და გამომძალველების ხროვად, მაგრამ ფორმალურად მაინც დაეცვა კანონიკური მიდგომა... კარგად წაიკითხეთ:


image


"2001 წელი, 23 ივლისი.
ლელა კაკულია და უწმიდესი ილია II.
დავით კვირკველიას ჩანაწერი.
დღეს ქალბატონი ლელა, მამა აკაკი და თქვენი მონა მორჩილი შევხვდით პატრიარქს. პატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაშივე უთხრა ქალბატონ ლელას:
– მე კარგად გიცნობთ. თქვენ უფალმა ხედვის დიდი უნარი მოგანიჭათ და ამ ხედვას უბრალოდ ნუ უყურებთ. ეს უდიდესი წყალობაა უფლისა და ის მარტო თქვენ კი არა, მთელ საქართველოს ეკუთვნის.
ჩემი რჩევა იქნება, პრესით ზედმეტ აფიშირებას ნუ გაუკეთებთ, მხოლოდ ის დაწერეთ, რაც ხალხისთვის სავალდებულოა…
მე ძალიან მაინტერესებს საქართველოს მომავალი. თქვენს ერთ–ერთ სტატიაში წერთ, რომ მუსლიმები ომს დაიწყებენ (ამით პატრიარქმა ხაზი გაუსვა მის ინტერესს ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველების მიმართ).
ამის შემდეგ ქალბატონი ლელა ჩვეული ენერგიითა და ახალგაზრდული შემართებით შეუდგა წინასწარმეტყველებების კითხვას და პატრიარქის გულის სიღრმეში არსებული ოცნებების გაშიფრვას, მისი ცნობისწადილის დაკმაყოფილებას.
ქალბატონი ლელას მონოლოგი ორმოც წუთს გრძელდებოდა. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქრისტესმიერი, მამაშვილური სიყვარულით შესცქეროდა დიდ წინასწარმეტყველს და ტკბებოდა მონასმენით საქართველოსა და ქართული ეკლესიის ბედნიერი მომავლის შესახებ.
დასასრულს მამა აკაკიმ პატრიარქს უთხრა:
– უწმიდესო, მე ქალბატონ ლელას საქართველოს უგვირგვინო დედოფალს ვუწოდებ.
მართალი ხარო, უპასუხა პატრიარქმა.

image

P.S. პატრიარქთან საუბარში ქალბატონი ლელა ხაზს უსვამდა რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს, მაგრამ ჩრდილოეთის მხრიდან ორი ანგელოზი იცავს ჩვენს ქვეყანასო, ბრძანა წინასწარმეტყველმა.
ამ ფრაზის გაგონებაზე პატრიარქს სახე აენთო, თვალები გაუბრწყინდა, სავარძლიდან წამოიმართა და წამოიძახა: `სრული ჭეშმარიტებაა! დღეს-დღეობით ჩრდილოეთის მხარეს ასაგებად იგეგმება მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის სახელობისა იქნება!~
* * *
`როცა ლელა კაკულია მოინდომებს ზიარებას, სადაც არ უნდა იყოს იგი, აზიარეთ!~ – ასეთი კურთხევაც მისცა უწმიდესმა ილია II ლელა კაკულიას
მამა აკაკი მელიქიძე"
image


1
151
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
2017, 14 მარტი, 14:26
მეც არ მჯერა ასეთი რამის, მაგრამ ცოტნეს რა ხმა აქვს ამოსაღები დედამისის გადამკიდეს!
რომელი პოლიტიკური მოღვაწე ქალბატონი მანანა იყო, დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას, რომ მოაწერა ხელი!? :)
0 1 1