x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ცოტნე გამსახურდია: "ამათ პრემიების აღების და ბიძინას ხეების ტარების მეტი მართლა არაფრის ტრ...ი არა აქვთ! "
imageბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ დღის პირველ ნახევარში, მოქალაქეების ერთ ნაწილს გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი საპატრულო პოლიციის მიერ ჯარიმებს დაწერის საკითს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, პოლიციელები უსაფუძვლოდ წერენ ჯარიმებს. ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილები, დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ ორმა ადამიანმა, ტრანსპორტით მოძრაობის წესები დაარღვია, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პირების დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა ხუთი პიროვნება, რომლებიც სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეც დანიშნულების რაზმი, მათ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ასე შეძლეს აქციის დაშლა. გაზის ინტოქსიკაციით რამდენიმე მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქციის წევრები მალევე დაბრუდნენ უკან და სპეცნაზსს ქვები დაუშინეს. შემდეგ კი, ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცლეს, სადაც მათ რამდენიმე სამართალდამცავისა და პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატის ცოტნე ანანიძის მანქანა დაწვეს. ასევე მოხსნეს გზებზე დამონტაჟებული ჯებირები. ცეცხლი წაუკიდეს ხეებს და ქვებს უშენდნენ სპეცნაზს.


ამ ფაქტს თავის ფეიბუქ გვერდზე ირაკლი ალასანიას ცოლი, ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა: "ბათუმში არეულობა, ეკლესიაში არეულობა, ხელისუფლება სტრასბურგში სამარცხვინო ქცევით, სასაზღვრო ზოლიდან კვლავ ადამიანის, თანაც პოლიციელის გატაცება... ქვეყანაში შიმშილი, ყველაფერზე გაზრდილი ფასები. ნუ, ამასთან შედარებით, ცხადია, დიდი არაფერია, მაგრამ მთაწმინდაზე წყალი არ მოდის
უკვე ნახევარი დღეა. ასეთ კინოს ფონად მართლა ძალიან უხდება ულამაზესი მოგზაური ხეები."image


თავისი მოსაზრება დააფიქსირა ცოტნე გამსახურდიამაც: "გამოვიდა გათავისუფლებული მოქალაქე ვარშანიძე და თქვა: ჩემთვის თათარო არავის უთქვამსო! უბრალოდ გაგონილი მაქვს, რომ ეგრე ეძახიანო. არადა, ქალაქში სულ უარესი ხდება... სადაა სპეცრაზმი, არმია, პირისტყვნა თქვენი, ვითომ ხელისუფლებავ?! ამათ პრემიების აღების და ბიძინას ხეების ტარების მეტი მართლა არაფრის ტრაკი არა აქვთ! დანა პირს არ მიხსნის."



image



" ძილის ყველანაირი სურვილი გაქრა... წავალ, ვიბოდიალებ და ვინატრებ, რომ
ჩემს ქალაქში აღარასოდეს გამეორდეს, რაც შეგნებულმა მოღალატეებმა და
შეუგნებელმა ბრბომ დამართა ოდესღაც. თქვენ კი უფასო რჩევას დაგიტოვებთ,
დებო და ძმებო: ხელისუფლებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცით ყველამ,
ვინც კი ოდესმე შემოსულა ქართულ ფეისბუქზე. მაგრამ გახსოვდეთ, ვინც აწი ამ
ბრბოს და პოლიტიკური დემაგოგიით ძალადობის გამართლებას დაიწყებს, ის
თქვენი, ჩვენი ქვეყნის მტერია! ასეთებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების
წყურვილი და მდაბიო ბრბოს თვალში ქულების მოპოვება ადარდებს ცრუ სოლიდარობით. ასევე ლაჩარი და უვარგისია ყველა ის, ვინც ამაზე ენის მოჩლექით ილაპარაკებს, დაწყებული ჩვენი პლასტელინადან. მათ მხოლოდ ბნელი ინსტინქტების გამოყენება სურთ და არა - სიბნელის გაფანტვა! ასე გასინჯეთ, უფრო აწყობთ კიდეც...
არ დაუჯეროთ არცერთს. მოვრჩი." - წერს ცოტნე გამსახურდია.image



0
279
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0