x
image
გემი დალანდი
ნატურალური საშუალებები,რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკას შეგიცვლიან
image

ვარდის წყალი

ვარდის წყალი დისტილატია, რომელიც ვარდის ფურცლებისგან მიღებული ეთერზეთისგან მზადდება. ეს სურნელოვანი სითხე შესანიშნავად წმენდს და ატენიანებს სახის კანს. ებრძვის ანთებას, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ზედმეტ ცხიმს.ამასთან, ვარდის წყალი იდეალურია ყველა ტიპის სახის კანისთვის.


თიხა


თიხა უნივერსალური საშუალებაა. იგი წმენდს, კვებავს და ატენიანებს კანს.აღადგენს მის სტრუქტურას და ანიჭებს სიმკვრივეს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კანის გამოშრობა, თიხის ნიღბის მოცილების შემდეგ უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი.


სალიცილის მჟავა

სალიცილის მჟავა ეფექტური საშუალებაა გამონაყარის, გაფართოებული ფორების და ლაქების მოსაშორებლად. ასევე, აქრობს ანთებას და ეხმარება კანს განახლებაში. მთავარია, არ გადაამეტოთ მის მოხმარებას, რადგან კანის გამოშრობას იწვევს. წაისვით უშუალოდ გამონაყარზე, მაგრამ თუ გამონაყარი მთელ სახეზეა მოდებული-მაშინ სახე მთლიანად გაიწმინდეთ, ცოტა ხანში შესაძლოა მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნოთ. ეს ნიშნავს, რომ მჟავა მოქმედებს. მსუბუქად შეისხით სახეზე წყალი, რომ მისი მოქმედება გაანეიტრალოთ. თუ სალიცილის მჟავის 1%-იან ან 2%-იან ხსნარს იყენებთ, შესაძლოა არც დაგჭირდეთ ჩამობანა.


ღრუბელა (Бадяга)

ეს მცენარე ფხვნილის სახით იყიდება აფთიაქებში. შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. საუკეთესოა მგრძნობიარე კანისთვის, კურნავს გამონაყარს, ასწორებს ნაოჭებს, კვებავს კანს ვიტამინებით და იდეალური საშუალებაა პილინგისთვის.


ატმის ზეთი

ატმის ზეთი იდეალური კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებაა. აქრობს ანთებას, კანს ჯანსაღ იერს და ბრწყინვალებას მატებს.


იხთიოლის მალამო

პრობლემური კანისთვის ეს მალამო ნამდვილი ხსნაა. მას ღრმად წასულ კანქვეშა ანთებაზეც კი შეუძლია ზემოქმედება.



0
161
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0