x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
8 მარტი-კიდევ რით დაგვამახსოვრა თავი ამ დღემ?

image

8 მარტი, - ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა ყველამ ვიცით და ისიც ვიცით, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, თუმცა ალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ კიდევ რა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა ამ დღეს მსოფლიო მასშტაბით? დღესასწაული ხომ ფაქტიურად ფარავს და უკანა პლანზე გადააქვს ამ დღეს მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.


პირველი ის, რომელიც ისევ ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება:


1)1908 წელს ბოსტონში დახვრიტეს გაფიცული მუშა ქალები. ეს დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ქალთა სოლიდარობის დღედ.



2)1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.


3) 1965 წელს ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა.


მრავალი ქვეყანა ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამავე დღეს:


ალბანეთი აღნიშნავს მასწავლებლის დღეს, ზამბია ახალგაზრდების, ლიბერია-სამშობლოსთვის თავდადებულების ხსოვნის დღეს, ხოლო სირია რევოლუციის დღეს.


ამ დღის მნიშვნელოვანი მოვლენები:


1702 წელი -ანა სტიუარტი ხდება ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფე


1736 წელი- ნადირ-შაფი აუქმებს სეფიანთა დინასტიას ირანში და აარსებს ახალ აფშარიდების დინასტიას, იგივე აფშარიდების იმპერიას.


1819 წელს დაარსდა „საქართველოს გაზეთი“.


1917 წელი- რუსეთში იწყება თებერვლის რევოლუცია (ძვ.სტილით 23 თებერვალი).


1918 წელი- ესპანური გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მოგვიანებით ვრცელი პანდემია გამოიწვია.


1950 წელი- სსრკ აცხადებს, რომ ატომური ბომბი შექმნა.


1962 წელი-«The Beatles»-ის დებიუტი BBC -რადიოში როი ორბინსონის სიმღერით «Dream Baby».


1983 წელი- რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.


1988 წელი-ოვეჩკინების ოჯახურმა ორკესტრმა საზღვარგარეთ გაქცევის მიზნით გაიტაცა თვითმფრინავი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.


2014 წელი- ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის Boeing 777-200ER 239 მგზავრით უკვალოდ გაქრა.



ამ დღეს დაბადებულები:


1714 - კარლ ფილიპ ემანუელ ბახი— გერმანელი კომპოზიტორი.(იოჰან სებასტიან ბახის შვილი);1879 - ოტო ჰანი — გერმანელი ფიზიკოსი და რადიო-ქიმიკოსი;1894 - ვიაინიო აალტონენი — ფინელი მოქანდაკე;1897 -ჰერბერტ ოტო გილე — ვაფენ-სს-ის გენერალი;1900 - ოსანა აივაზაშვილი — ქართველი სტახანოველი მეაბრეშუმე;1910-დიმიტრი ალექსიძე-ქართველი რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე;1914- გრიგოლ კაბისოვი — ოსი მსახიობი და რეჟისორი.1931-შალვა ამონაშვილი- ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი.


ამ დღეს გარდაცვლილები:1869-ჰექტორ ბერლიოზი-ფრანგი კომპოზიტორი;1874-მილარდ ფილმორი-აშშ-ს პრეზიდენტი;1917-ფერდინანდ ცეპელინი-გერმანელი კონსტრუქტორი, დირიჟაბლის შემქმნელი.2005-ასლან მასხადოვი-ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;


0
28
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0