x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ერთი სიყვარულის ისტორია და «სიყვარულის მარადიული ჰიმნი»

image


image«მთვარის სონატა» 2 ასეული წლის მანძილზე აღელვებდა და ახლაც აღელვებს ყველას. ბეთჰოვენის მიერ ოდესღაც დაწერილი ჯადოსნური ბგერები, სიყვარულის და შეყვარებულების მარადიულ ჰიმნად იქცა. სწორედ სიყვარული იყო ამ მუსიკალური ნაწარმოების შექმნის მიზეზი. სიყვარული, რომელმაც უდიდეს კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს გული გაუტეხა.
ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა ჯულიეტა გვიჩარდის მიუძღვნა — ახალგაზრდა არისტოკრატ გოგონას, რომელზეც კომპოზიტორი უსაზღვროდ იყო შეყვარებული.

ბეთჰოვენის სიყვარულის ისტორია ვენაში დაიწყო, მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მიხვდა, რომ გადატანილი ყურის ანთების გამო, სმენას კარგავდა და გენიალური მუსიკოსისთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. სწორედ ნორჩმა (ის კომპოზიტორზე 12 წლით უმცროსი იყო) ჯულიეტამ დაუბრუნა მას სიცოცხლის სურვილი.image

ლუდვიგი ჯულიეტას ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და მისდამი განსაკუთრებულ სითბოს და მოწიწებას იჩენდა. მას ეჩვენებოდა, რომ ასაკში განსხვავების მიუხედავად, გოგონც იგივე გრძნობით პასუხობდა. «ცვლილება, რომელიც ჩემში მოხდა, უმშვენიერესი გოგონას დამსახურება არის, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს» – წერდა ბეთჰოვენი, 1801 წლის 16 ნოემბერს, ფრანც ვეგელერისთვის მიწერილ წერილში. სიყვარულის გრძნობას ვეღარ იტევდა კომპოზიტორის გული და მას გარეთ გამოსვლის საშუალება მისცა – მან თავისი უსაზღვრო სიყვარული ნოტებით გადმოსცა. სონატა № 14, ჯულიეტა გვიჩარდისადმი მიძღვნის მინაწერით, ბონში, 1802 წლის მარტში გამოიცა. მიაღწიეს თუ არა კომპოზიტორის ნოტებმა მისი სიყვარულის ობიექტის გულამდე? ალბათ არა. რადგან იმ დროს ჯულიეტა ახალგაზრდა გრაფი გალენბერგით იყო გატაცებული, რომელიც მუსიკასაც წერდა და სწორედ მის მიერ შექმნილ უმნიშვნელო ნაწარმოებებს მიიჩნევდა შეყვარებული გოგონა გენიალურ ქმნილებებად და ამას ფორტეპიანოს მასწავლებელთანაც აღნიშნავდა. ამ სიტყვებით გულმოკლულმა და განრისხებულმა ლუდვიგმა, უარი განაცხადა გაკვეთილების ჩატარებაზე და ისინი დაშორდნენ.

ჯულიეტა გრაფს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. ხოლო მასზე შეყვარებული კომპოზიტორი, ერთი პერიოდი სახლში ჩაიკეტა და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მან შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და პრაქტიკულად სმენადაკარგულმა, სხვა გენიალური ნაწარმოებების შექმნა.
თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა... რამოდენიმე წლის შემდეგ, ჯულიეტა ავსტრიაში დაბრუნდა. მისი მეუღლე გაკოტრდა და ის ბეთჰოვენთან ფულის სასესხებლად მივიდა. გატეხილი გულის და მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, კომპოზიტორმა მას ფული მისცა, რადგან ის კეთილშობილი ადამიანი იყო.

ბეთჰოვენი ჯულიეტასადმი სიყვარულის დასავიწყებლად, სხვა ქალებს ხვდებოდა, მაგრამ პირადი ცხოვრება მაინც ვერ აეწყო. მისი სიკვდილის შემდეგ, საწერი მაგიდის უჯრაში, ჯულიეტა გვიჩარდის მინიატურა და მისთვის მიწერილი წერილი იპოვეს. როგორც ჩანს, მან მაინც ვერ შეძლო თავისი დიდი სიყვარულის დავიწყება. ისევე, როგორც დაუვიწყარია «მთვარის სონატა», რომელიც ამ სიყვარულის წყალობით შეიქმნა.



image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* სულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!

* საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში
* «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია
* მუსიკა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს
* «ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!

0
244
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0