x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეხიზნულები-ადამიანები,რომლებიც თავის ნებით დასახლდნენ ჩერნობილის ზონაში

image

30 წელის გავიდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ და ეს საშინელი ტრაგედია დღემდე ახსენებს ადამიანებს საშინელ ისტორიულ გაკვეთილს.

ჩერნობილის ზონაში ამჟამად მხოლოდ ტურისტები დადიან, თუმცა ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ რადიაციულ ზონაში 140 ადამიანი ცხოვრობს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით დაუბრუნდნენ მშობლიურ მხარეს და იქვე მიწადმოქმედებას მიჰყვეს ხელი.


ფოტოგრაფმა ესტერ ჰესინგმა და ჟურნალისტმა სოფიეკე ტუმერმა მოინახულეს ჩერნობილის მიწაზე შეხიზნული მაცხოვრებლები, ზოგი მოხუცია და ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად უჩუმრად შეიპარა საკუთარ კარმიდამოში, ზოგიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოხვდა აქ და არელეგალურად ჩასახლდა მიტოვებულ სახლებში.


image

კატასტროფის შემდეგ სოფლელებს ბინები დაურიგეს კიევში, მაგრამ ზოგმა ასე გადაწყვიტა: სჯობს ხანმოკლე სიცოცხლე საკუთარ მიწაზე, ვიდრე უსახური სიბერე კიევში.მათ აგრეთვე სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ისინი თავიანთ ნათესავებს მხოლოდ მშობლიურ მიწაზე დასაფლავების შემდეგ შეუერთდებიან.

image

კატასტროფის პირველ წლებში ავარიის მსხვერპლნი მწვავე დისკრიმინაციას განიცდიდნენ სხვა საბჭოთა მოქალაქეების მხრიდან, ბევრი ლტოლვილი სახლში ფეხით დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ კიევიდან 130 კილომეტრი იყო გასავლელი.გზაში რა თქმა უნდა მოსვენება სჭირდებოდათ, მაგრამ არავინ ღამეს არ ათენებინებდა რადიაციის "გადადების" შიშით.

image

დისკრიმინაციაში მოყვნენ ბავშვებიც, მათ ჩერნობილის ღორებს უწოდებდნენ, მშობლები შვილებს უკრძალავდნენ მათთან თამაშს.

სიტუაცია შედარებით გამოსწორდა 1988 წელს, როდესაც დამთავრდა ქალაქ სლავუტიჩის მშენებლობა სპეციალურად ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებისთის და ჩერნობილის მსხვერპლი ბავშვები იქ გადავიდნენ საცხოვრებლად.


ესტერს და სოფიეკეს ძალზე გაუკვირდათ, რომ ატომურ სადგურში დღესაც 2000 ადამიანი მაინც მუშაობს, შეხიზნულებისგან განსხვავებით, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები პრიპიატის მახლობლად, მათი უმეტესობა სლავუტიჩში ცხოვრობს.

image

"ატომური სადგურის ახლანდელი თანამშრომლების უმეტესობა შვილები არიან იმათი, ვინც ავარიის დროს მუშაობდნენ აქ, -აღნიშავს ესტერი-ისინი გაიზარდნენ პრიპიატში და ახლა აქ ჩაეს-ში მუშაობენ"

ესტერის განცხადებით ასეთი სამუშაო მათ საკუთარი ნებით აირჩიეს."უკრაინაში სამუშაოს პოვნა ძნელია, უმუშევრობა მაღალია, ჯანდაცვის და განათლების ობიექტები მცირეა, ჩაესში არც თუ ურიგო ხელფასებია, ამასთანავე სლავუტიჩში კარგი სკოლები და საბავშვო ბაღებია, აქ შესაძლებელია წყნარ გარემოში გაზარდო შვილები.აქ განსაკუთრებული პირობებია შექმნილი ჩერნობილის ავარიის პირველი, მეორე და მესამე თაობის მსხვერპთათვის."

image

შეხიზნულებთან და ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ ესტერმა და სოფიეკემ დატოვეს პრიპიატი-ამჟამად ქალაქი-მოჩვენება რომელიც თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, როგორც "იმედის ქალაქი"-საბჭოთა ხელისუფლება დიდი იმედებს ამყარებდა ბირთვულ ტექნოლოგიებზე.


სახელმწიფო პოლიტიკა ასეთია:ბრძანების მიხედვით ამჟამინდელი უკანასკნელი მოსახლის გარდაცვალების შემდეგ აკრძალულია ამ მიწაზე 1000 წელი დასახლება.

image

0
87
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0