x
image
ნინო მესხიძე
--- ორიგამი ---
image


ორიგამი — ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა. ხელოვნების მიზანია შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით.

image

ორიგამი, სათავეს იაპონიაში მე-8 საუკუნიდან იღებს. ამ დროს ხელნაკეთი ქაღალდი ძალიან ძვირფასი იყო, ამიტომ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდნენ. თავიდან მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ქაღალდის კოლოფებში აწყობდნენ ცოტაოდენ თევზს, ბოსტნეულს და შინტოისტურ ტაძრებში მიჰქონდათ.
XVI-XVII საუკუნიდან ორიგამი გასართობ საშუალებად იქცა. მისი კლასიკური მოდელი იაპონური წერო-ცურუ ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლო გახდა.



image


დღეს ეს იაპონური ხელოვნება მსოფლიოს მარავალ ქვეყანაში დიდი
პოპულარობით სარგებლობს. იმართება კონკურსები ყველაზე ორიგინალური, საინტერესო და ლამაზი ნიმუშების წარმოსაჩენად.


image

image




image

image


აღსანიშნავია, რომ ორიგამით ძალიან ინტერესდებიან ბავშვები.
რაც დადებითად მოქმედებს მათ ნერვიულ სისტემაზე და გონებრივ განვითარებაზე.


image

ორიგამს ვხვდებით ყველგან - ლამაზად მორთულ დარბაზებში, გასართობ ცენტრებში თუ უბრალოდ ქუჩებში...

ის ძალიან პრაქტიკული და ლამაზი დეკორია ნებისმიერი სიტუაციისათვის..

imageimageimage


თვით საქორწინო თაიგულსაც კი ზოგი ორიგამის ნიმუშად აქცევს..


image

ხელოვნებას საზღვრები არ აქვს...


image

0
203
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0