x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქალწული-მამაკაცი(ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
imageვფიქრობ ყველაფერი თავიდანვე უნდა გაირკვეს. თუ თქვენ სენტიმენტალური ხართ და ზღაპრულ სიყვარულზე ოცნებობთ, დაუყოვნებლივ უნდა დაშორდეთ თქვენს ახალ ნაცნობს - ქალწულს.

ქალწული-მამაკაცი მატერიალურ, პრაქტიკულ დონეზე აზროვნებს. არამიწიერი ვნებებისთვის მას უბრალოდ დრო არ ჰყოფნის. ეჭვგარეშეა ქალწული ის კაცი არ არის, ვინც ფანჯრებთან სერენადებს გიმღერებთ.

ქალწულისთვის სიყვარული იგივდება უანგარო ერთგულებასთან ოჯახისადმი, მეგობრებისადმი. ქალწულს დედის მუცლიდანვე დაჰყვა ინსტიქტური სიყვარული სამსახურის, მოვალეობის და დისციპლინისადმი, თანადგომა და ერთგულება უმწეოთა მიმართ.

ის ქალწულებიც კი, რომლებიც ესოდენ მაღალი იდეალებით არ ცხოვრობენ, გამუდმებით სინდისის ქენჯნას განიცდიან.


სიყვარულში ქალწული, უპირველეს ყოვლისა, ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას. ხოლო რადგან მაღალხარისხოვანი ქალები იშვიათია, ქალწული მამაკაცის ცხოვრებაში ძალიან ცოტა რომანია. უმეტესად ისინიც ტრაგიკულად მთავრდება. ასეთ შემთხვევაში ქალწულის ჩვეულებრივი რეაქცია განმარტოება, სამუშაოში ჩაფლობა და შემდგომში მეტი სიფრთხილის გამოჩენაა.

ქალწული მამაკაცი დახვეწილი მაცდუნებელია, თუმცა ყოველთვის ვერ გრძნობს რას სჩადის, მისი გონებამახვილობა და რაციონალიზმი ბევრ ქალს ხიბლავს. მაგრამ ქალწული-მამაკაცის ვნების ასანთებად მისი სიყვარულის ობიექტი ჭეშმარიტად უნიკალური უნდა იყოს.

თუ ქალწული-მამაკაცი შეგიყვარდათ, დაუფიქრებლად ნურაფერს ნურასდროს იტყვით. გონებაჩლუნგი და უმეცარი ადამიანი ქალწულს ბინძურზე და ვულგარულზე ნაკლებად როდი სძულს. ქალწულის მეგობარ ქალს ვურჩევდი მოხდენილ ვარცხნილობასთან ერთად ჭკუაც იქონიოს.

4
3427
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
3427
  
2013, 14 აპრილი, 1:42
ზუსტია, უზუსტესი...
ჩემს "ქალწულს" გაუმართლა...
2012, 9 ივლისი, 22:57
მოუთმენლად ველი "მორიელ" მამაკაცს... ეს გუდმენი საოცრად წერს, მიზანში ახვედრებს პირდაპირ! :)))))
2012, 13 ივნისი, 0:01
ხოო :D
2012, 12 ივნისი, 21:48
ე.ი. მაგარ შარში ვარ:))
0 1 4